სერვისები

ჩვენი სერვისები

დიაგნოსტირება
სისტემის შიდა ინსპექცია
არსებული დოკუმენტაციის ანალიზი
არსებული პროცედურების ანალიზი
დასაქმებულებთან გასაუბრება და პროცესებზე დაკვირვება
კანონმდებლობასთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან გავლით ანალიზი
სამუშაო არეალის განსაზღვრა
კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის  შესწავლის, ხარვეზების გამოვლენის და შემდგომი ნაბიჯების სწორად  შემუშავების მიზნით, აუცილებელია თავდაპირველი დიაგნოსტირება და  შეფასებ, ეს პროცესი მოიცავს როგორც ადგილზე დათვალიერებას, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის და პროცედურების გაცნობა/შესწავლას.
პირველ ეტაპზე კომპანია კოსი (კონცეფთ ოფ სეიფთი) განახორციელებს „შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ტურს“ ორგანიზაციის ობიექტზე,  მოახდენს არსებული დოკუმენტაციის და პროცედურების შესწავლას,  ჩაატარებს დაკვირვებას და ინტერვიუს დასაქმებულებთან.
აღნიშნულ საფეხურზე მოხდება ობიექტების შემოწმება/ინსპექტირება  და სამუშაო არეალზე ძირითადი შეუსაბამობების აღმოჩენა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრება საჭირო  პროცედურები, მოხდება სისტემის ხედვის შემუშავება და დაიგეგმება  შემდგომი ნაბიჯები. დიაგნოსტირების ეტაპის დასასრულს, კომპანია  კოსი წარმოადგენს დამკვეთის სპეციფიკაზე მორგებულ უსაფრთხოების  სისტემის შეთავაზებას, რომელიც საბოლოოდ შეთანხმდება დამკვეთი ორგანიზაციის პასუხისმგებელ პირებთან.
პროცესების და პროცედურების განვითარება
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და დოკუმენტაციის რევიზია, საჭიროების შემთხვევაში – განახლება და სრულყოფა;
სტანდარტების და პროცედურების გაწერა;
ინსტრუქციების შექმნა;
პასუხისმგებლობების გადანაწილება;
მას შემდეგ, რაც მოხდება შრომის უსაფრთხოების სისტემის დასანერგად სამუშაო არეალის განსაზღვრა, კომპანია კოსის სერტიფიცირებული  სპეციალისტები  შეიმუშავებენ პოლიტიკის განვითარებისთვის საჭირო სისტემის დეტალურ  დიზაინს. განავითარებენ პროცედურებს და მოახდენენ მათ ინტეგრაციას  ორგანიზაციაში უკვე არსებულ პროცედურებთან. პროცესი წარიმართება დამკვეთ ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით. სისტემა და პროცედურები წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დოკუმენტაციის სახით.
სწავლება, ტრენინგი, ინსტრუქტაჟი
კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის და პროცედურების  დამტკიცების შემდგომ, შესაძლებელი გახდება სასწავლო სატრენინგო  მოდულების განვითარება და განხორციელება. ტრენინგები და კონსულტაციები ჩატარდება შემდეგ  თემებზე:
საკანონმდებლო მოთხოვნები და რეგულაციები;
საფრთხეები და რისკები – რისკების შეფასების პროცედურა;
შემთხვევების მოკვლევა და ანალიზი;
კონტრაქტორებთან ურთიერთობა;
ტრენინგი და სწავლება;
სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოება;
სწავლებები კონკრეტულ უსაფრთხოების თემებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე
ტრენინგების ციკლის დასრულების შემდეგ, სწავლების შედეგიანობის  გასაზრდელად, კომპანია კოსის სერტიფიცირებული სპეციალისტები დაეხმარებიან მონაწილეებს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ დანერგვაში, რაც განხორციელდება პროგრამის  მიმდინარეობის შემდგომ ეტაპზე „დანერგვის მხარდაჭერა“
დანერგვა მხარდაჭერა
შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის კომპლექსური პროგრამა
დამკვეთი კომპანიის უზრუნველყოფას  შრომის უსაფრთხოების მოწვეული სპეციალისტით (ებით), რომლებსაც  ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ექნებათ შემდეგი  ფუნქცია - მოვალეობები:
დამკვეთი კომპანიის ობიექტებზე რეგულარული ვიზიტები და შრომის (მინიმუმ  კვირაში ერთხელ) პირობების ინსპექტირება და სისტემის აუდიტი;
კომპანიის მენეჯმენტთან კონსულტაციების მეშვეობით, ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვის პარალელურად, შემდეგი  პროცესების   წარმართვა:
საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება,  დარღვევების პოვნა და ანგარიშგება, კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა,  სამუშაო პროცესზე დაკვირვება, ინციდენტების ანგარიშგება და მოკვლევა,  ინსპექციები, რეპორტების მომზადება, სტატისტიკის წარმოება, ა.შ.;
დამკვეთი კომპანიის მენეჯმენტთან და დასაქმებულებთან კომუნიკაციის  გზების განსაზღვრა და რეგულარული შეხვედრების წარმოება;
სავალდებულო შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება და  შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
ობიექტზე დასაქმებულთათვის პერიოდული ტრენინგის ჩატარება
დისტანციური კონსულტაცია და ქოუჩინგი - იმის მიხედვით, რომელი  თანამშრომელი რა პასუხისმგებლობით დაიტვირთება, თითოეულს დასჭირდება  გარკვეული მხარდაჭერა ამ პასუხისმგებლობების შესრულების პირველ ეტაპზე.  დისტანციური ქოუჩინგის საშუალებით მოხდება პასუხისმგებელი პირების  საქმიანობის გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი  კონსულტირება.
სამუშაო ადგილზე კონსულტირება - გარდა ონლაინ დისტანციური  კომუნიკაციისა, კომპანია კოსის სპეციალისტები განახორციელებენ ვიზიტებს  სამუშაო პროცესის გადამოწმებისა და დამატებითი მხარდაჭერის გაწევის მიზნით.  ამ გზით მოხდება სისტემის მუშაობის შეფასება, ხარვეზების დროული დანახვა  და აღმოფხვრა.
კომპანია კოსი თანამშრომლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) რომლის შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული სპეციალისტები ახორციელებენ შემდეგ სამუშაოებს:
დამკვეთი კომპანიის ობიექტებზე რეგულარულ ვიზიტება და შრომის (მინიმუმ კვირაში ერთხელ) პირობების ინსპექტირება და სისტემის აუდიტს;
საფრთხეების იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებას, დარღვევების პოვნას და ანგარიშგებას, კონტროლის მექანიზმების განსაზღვრას, სამუშაო პროცესზე დაკვირვებას, ინციდენტების ანგარიშგებას და მოკვლევას, რეპორტების მომზადებას, სტატისტიკის წარმოებას, ა.შ;
დამკვეთი კომპანიის მენეჯმენტთან და დასაქმებულებთან კომუნიკაციის გზების განსაზღვრას და რეგულარული შეხვედრების წარმოებას;
სავალდებულო შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარებას და შესაბამისი ანგარიშგების წარმოებას;
ობიექტზე დასაქმებულთათვის პერიოდული ტრენინგის ჩატარებას.

როგორც მოგეხსენებათ შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს სამუშაოს დაწყებამდე უზრუნველყოს დასაქმებული შესაბამისი შრომის უსაფრთხების ტრენინგით/საჭირო სწავლებით და შემდგომ პერიოდულად განაახლოს ინფორმაცია სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების შესახებ. ამას გარდა, რითეილ სექტორი ხასიათდება კადრების მაღალი დენადობით, რაც ქსელური და დიდ კომპანიებისთვის ფიზიკურ სივრცეში ტრენინგის ჩატარებას ართულებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორებისთვის გაგვემარტივებინა მუშაობის პროცესი და შევქმენით ახალი სასწვლო პალტფორმა, რომლის საშუალებითაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ციფრულად გაიარონ შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა ტრენინგები, ამისათვის საჭიროა დამსაქმებელმა ჩვენ მიერ მიწოდებულ ფორმატში შეავსოს დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია, მონაცემების მიღების შემდეგ დასაქმებულისთვის პლატფორმაზე შეიქმნება ინდივიდუალური ტრენინგ სივრცე, რის შემდეგაც მონაწილეებს ავტომატურად ეგზავნებათ დეტალური ინფორმაცია პლათფორმის გამოყენების წესების შესახებ და მათ შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ტრენინგი კომპიუტერის ან სმარტფონის გამოყენებით.

 

 

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დამსაქმებელმა პერიოდულობით შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს სამუშაო ადგილებზე ფიზიკური ფაქტორები. ფიზიკური ფაქტორების გაზომვას და შეფასება გულისხმობს:
ჰაერის მოძრაობის;
ჰაერის ტემპერატურის;
შეფარდებითი ტენიანობის;
სითბური გამოსხივების;
მტვრის დონის;
ქარის სიჩქარის;
ხმაურის დონის;
ვიბრაციის;
განათების დონის (ბუნებრივი, ხელოვნური) გაზომვას და შეფასებას.
ტექნიკურ ინსპექტირება და სისტემის აუდიტი ჩატარება:
გაზგასამართი სადგურებისთვის;
საქვაბე დანადგარებისთვის;
ამიაკიანი დანადგარებისთვის;
წნევაზე მომუშავე ჭურჭლებისთვის;
წნევაზე მომუშავე აირბალონებისთვის.
ეს მომსახურება ტექნიკური ინსპექტირების შემდეგ გულისხმობს რეკომენდაციების გაცემას, საწყისი ინსტრუქტაჟის ჩატარებას და საჭიროებისამებრ, დამატებით სწავლებას და ტრენინგების ციკლს, რომ თქვენი საქმიანობა იყოს ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობაში.
საგანგებო სიტუაციების და სახანძრო უსაფრთხოების საკითხებში მომსახურება:
საევაკუაციო გეგმების შემუშავება (სართულის, სექციის, ლოკალური ან საერთო) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილების „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნათა შესაბამისად.
საევაკუაციო გეგმების შემუშავება გულისხმობს:
მოცემული დროისათვის შენობის არსებული/დამტკიცებული მუშა ნახაზების (სართულის გეგმები ზომების ჩვენებით) გადმოცემას ელექტრონული ან ქაღალდზე ნაბეჭდის სახით;
გადმოცემული გეგმების დამუშავებას, რაც გულისხმობს დამკვეთთან დეტალების (როგორიცაა კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ზომები და სხვა) დაზუსტებას;
დამკვეთთან საბოლოოდ შეთანხმებული საკითხების გათვალისწინებით ევაკუაციის გეგმების დახაზვას კომპიუტერულ გრაფიკულ რედაქტორში სტანდარტების დაცვით;
შეთანხმებულ დროში დამკვეთისთვის დასრულებული ევაკუაციის გეგმების გადაცემას ელექტრონული სახით PDF ფორმატში.
სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავება რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად;
სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება:
რეკომენდაციების გაცემა სახანძრო უსაფრთხოების ან საგანგებო სიტუაციების მოთხოვნების შესასრულებლად;
სახანძრო ან სამაშველო (ცეცხლმაქრები, კვამლის დეტექტორები და სასიგნალო მოწყობილობები, პლაკატები/სტიკერები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ა.შ.) ინვენტარის შეძენის მიზნით მათი რაოდენობების და პარამეტრების დათვლა არსებული წესის დაცვით;
საწყისი ინსტრუქტაჟის ჩატარება ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციებში წესების გაცნობის მიზნით;
პაკეტი CONSTANT
მუდმივი კადრი, მუდმივი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი შენთან.
კოსი გთავაზობთ სამშენებლო პროექტის დაწყებიდან მშენებლობის დასრულებამდე მაღალკვალიფიციურ, სერტიფიცირებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნას თქვენს ობიექტზე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლს, განსაზღვრული პერიოდულობით სამშენებლო ობიექტის რისკების შეფასებას, მშენებლობისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო ტრენინგის და ინსტრუქტაჟის ჩატარებას და კომპანიის მენეჯმენტის მუდმივ ინფორმირებას, კონსულტირებას ობიექტზე არსებული შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
პაკეტი CHECK UP
შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება და აუდიტი სამშენებლო ობიექტზე ობიექტზე ინციდენტის და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით ასევე, შრომის ინსპექციის მიერ სამუშაოების შეჩერების ან დაჯარიმების თავიდან ასაცილებლად კომპანია კოსი გთავაზობთ ერთჯერად ან პერიოდულ ინსპექტირებას, რომელიც გულისხმობს თქვენ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალის და კონტრაქტორების მიერ წარმოებული სამუშაოების შეფასებას რაც მოიცავს:
სისტემის შიდა ინსპექციას;
არსებული დოკუმენტაციის/პროცედურების ანალიზის;
დასაქმებულებთან გასაუბრებას და პროცესებზე დაკვირვებას;
მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგლამენტებთან შესაბამისობის დადგენას მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ხარვეზების დაფიქსირებას და დამკვეთის სპეციფიკაზე მორგებული რეკომენდაციის შეთავაზებას, რომელიც საბოლოოდ შეთანხმდება დამკვეთი ორგანიზაციის პასუხისმგებელ პირებთან.
პაკეტი RENEW
შრომის ინსპექციის მიერ შეჩერებული მშენებლობის აღგენა და გაცემული მითითებების შესრულებაში მხარდაჭერა, რაც გულისხმობს დარღვევების აღმოფხვრის გეგმის შემუშავებას და წარდგენას შრომის ინსპექციასთან, ინსპექტირების შემდგომი მითითებების შესრულებაში დახმარებას, რაც შეიძლება მოიცავდეს მითითების შესასრულებლად ტექნიკური გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების მომზადებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ( რისკების შეფასება, შემოწმების აქტები, ინსტრუქციები,ბრძანებები და ა.შ) სწავლებების ჩატარება და ტექნიკური მოწყობილობების შემოწმება ინსპექტირებას
პაკეტი SPEAK
ტრენინგი და ინსტრუქტაჟი სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის ტრენინგი თანამშრომლებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი, სამშენებლო ობიექტის საკანონმდებლო მოთხოვნების და რეგულაციების შესახებ ტრენინგი მენეჯერებისთვის, საფრთხეები და რისკები-რისკების შეფასების პროცედურა

 

შრომითი სამართალი
შრომითი ხელშეკრულებების, შიდა შრომითი პოლიტიკის და პროცედურების შედგენა/გადახედვა/ექსპერტიზა/შესაბამისობის დადგენა;
ზეპირი / წერილობითი კონსულტაციები, სამართლებრივი საბუთების შედგენა, შრომითი დავების, კონფიდენციალურობის, კონკურენციის შემთხვევების და რეპუტაციული რისკების მართვის და პრევენციის მიზნით;
შრომის ინსპექციის სამსახურთან დავების პრევენცია და მართვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, შიდა პოლიტიკის და პროცედურების გადახედვა/შედგენა;
ზეპირი, წერილობითი კონსულტაციები, სამართლებრივი საბუთების შედგენა პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეპუტაციული რისკების მართვის და პრევენციის მიზნით;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დავების პრევენცია და მართვა.
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციალისტის მომსახურება მოიცავს:
სურსათის უვნებლობის სფეროებში ბიზნეს ოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას;
მონიტორინგს;
დოკუმენტურ შემოწმებას;
მიკვლევადობის სისტემის შემოწმებას და პერიოდულად მონიტორინგს;
პერსონალის სწავლებას ჰიგიენურ საკითხებთან დაკავშირებით;
ეტიკეტების შემუშავებას;
HACCP პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვას კომპანიებისთვის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, შრომითი ხელშეკრულებების, შიდა შრომითი პოლიტიკის და პროცედურების შედგენას/გადახედვას/ექსპერტიზას/შესაბამისობის დადგენას;
ზეპირი / წერილობითი კონსულტაციების, სამართლებრივი საბუთების შედგენას, შრომითი დავების, კონფიდენციალურობის, კონკურენციის შემთხვევების და რეპუტაციული რისკების – მართვის და პრევენციის მიზნით;

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის შესაბამისად, 2024 წლის 1 ივნისიდან ყველა კომპანია, რომელიც დიდი მოცულობის პერსონალურ ინფორმაციას იღებს, ინახავს ან ამუშავებს, ვალდებული ხდება, დანიშნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი COS გთავაზობთ, პროგრამას რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის დანერგვას ან/და განახლებას, ასევე შემდგომ განვითარებას.

პროგრამა შედგება შემდეგი ეტაპებისგან

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტი;
  • პროცესების და პროცედურების განვითარება;
  • ჩართვა და სწავლება;
  • მონაცემთა დაცვის გარე ოფიცრის მომსახურება პროექტის განხორციელების ფარგლებში.

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.