
შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა
შექმენით უსაფრთხო გარემო თქვენი ბიზნესისა და გუნდისთვის
შრომის უსაფრთხოების კანონის შესაბამისად, კომპანიებში, სადაც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, სამუშაო სივრცე და პროცესები უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.
COS-ის გუნდი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას, რათა შეამციროთ ან თავიდან აიცილოთ მატერიალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზარალი და უზრუნველყოთ კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობა.
როგორ გეხმარებით: გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს ორგანიზაციაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში.
გამოვიკვლევთ და განვსაზღვრავთ პროცედურებს
- ადგილზე დავათვალიერებთ ობიექტს ძირითადი შეუსაბამობების აღმოჩენის მიზნით;
- შევისწავლით არსებულ დოკუმენტაციასა და პროცედურებს;
- დავაკვირდებით და შევისწავლით პროცესებს, თანამშრომელთა ჩართულობით;
- გამოვიკვლევთ, რამდენად შეესაბამება სისტემა მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო პრაქტიკას.
შევიმუშავებთ შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციას
- შევიმუშავებთ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას;
- გავწერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის პროცედურებს;
- შევქმნით ინსტრუქციებს სამუშაო პროცესებისა და სამუშაო პოზიციების გათვალისწინებით.
ჩავატარებთ ტრენინგებს გუნდის წევრებისთვის
ვუზრუნველყოფთ სწავლებას დასაქმებულთათვის, სადაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შეისწავლიან უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის:
- საკანონმდებლო მოთხოვნებსა და რეგულაციებს;
- რისკების შეფასებას, შეუსაბამობების აღმოჩენას/მართვასა და დოკუმენტაციის წარმოებას;
- კონკრეტული შემთხვევების შესწავლასა და ანალიზს;
- კონტრაქტორებთან ურთიერთობას, სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას და სხვ.
ჩავატარებთ პერიოდულ აუდიტს და მხარს დაგიჭერთ სისტემის სრულყოფაში
- გადავამოწმებთ პასუხისმგებელ პირთა საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში, ჩავატარებთ დამატებით კონსულტაციებს;
- რეგულარულად შევამოწმებთ ობიექტს და შევაფასებთ, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს დანერგილი სისტემა.