
აუდიტი
COS-ის ერთჯერადი აუდიტი დაგეხმარებათ, გამოავლინოთ კომპანიაში არსებული ხარვეზები და სისტემა აქციოთ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი.
ჩვენი აკრედიტებული სპეციალისტები დეტალურად შეისწავლიან თქვენი კომპანიის უსაფრთხოების სისტემას და მოგაწვდიან კონკრეტულ რეკომენდაციებს მის გასაუმჯობესებლად.
როგორ ვატარებთ აუდიტს:
შევამოწმებთ არსებულ სისტემას
შევაფასებთ სამუშაო პროცესებს, რათა გამოვავლინოთ შრომის უსაფრთხოების სისტემური ხარვეზები.
შევაფასებთ დოკუმენტაციასა და პროცედურებს
შევამოწმებთ თქვენი კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკასა და სამუშაო პროცედურებს, მათი ეფექტიანობის დასადგენად.
შევაფასებთ სამუშაო პირობებს
დავაკვირდებით დასაქმებულთა სამუშაო პირობებს და მათი ჩართულობით, დავადგენთ არსებულ გამოწვევებს.
შევადარებთ სისტემას მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს
შევაფასებთ, რამდენად შეესაბამება კომპანიაში არსებული სისტემა შრომის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკას.
გაგაცნობთ აუდიტის შედეგებს
მოგაწვდით დეტალურ ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ შრომის უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებაში.
აუდიტი ტარდება შემდეგ მიმართულებებზე:
შრომის უსაფრთხოების აუდიტი;
სურსათის უვნებლობის აუდიტი;
გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების შეფასება;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტი.