სამუშაო გარემო ფაქტორების გაზომვა

სამუშაო გარემო ფაქტორების გაზომვა

სამუშაო გარემო ფაქტორების გაზომვა

შექმენით დაცული სამუშაო პირობები დასაქმებულთათვის

შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს სამუშაო ადგილის ფიზიკური ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამუშაო პროცესებსა და დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე.

COS გთავაზობთ სამუშაო გარემოს ფაქტორების შესწავლას აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების პროფესიონალურ გაზომვას უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე, დაკალიბრებული ხელსაწყოების გამოყენებით.

რას ვიკვლევთ?

  1. მიკროკლიმატი – შევაფასებთ ტემპერატურას, ტენიანობას, ჰაერის მოძრაობის სიჩქარეს, ზედაპირების ტემპერატურას და სითბური გამოსხივების ინტენსივობას, რათა უზრუნველვყოთ კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო.
  2. ხმაური – დავადგენთ ხმაურის დონეს, რათა შევამციროთ სმენის დაზიანებისა და სტრესის რისკები.
  3. განათება – შევაფასებთ განათების ხარისხსა და ინტენსივობას, რაც მნიშვნელოვანია დასაქმებულთა და სხვა პირების ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისთვის.
  4. მტვერი – განვსაზღვრავთ მტვრის კონცენტრაციასა და მის ზეგავლენას დასაქმებულებზე.
  5. ვიბრაცია – დავადგენთ ვიბრაციის დონეს, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ჯანმრთელობაზე.
  6. ქიმიური ფაქტორები – გამოვიკვლევთ ტოქსიკური ნივთიერებების არსებობასა და მათ პოტენციურ გავლენას ჯანმრთელობაზე.

მოვამზადებთ დოკუმენტაციასა და რეკომენდაციებს

კვლევების საფუძველზე, მოვამზადებთ შეფასების დეტალურ ოქმს, სადაც აღწერილი იქნება შედეგები და პრაქტიკული რეკომენდაციები სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად.

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.