პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო პროგრამა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო პროგრამა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო პროგრამა

დაიცავით პერსონალური მონაცემები უსაფრთხო ბიზნესისთვის

2024 წლის 1 ივნისიდან, კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ყველა კომპანიას, რომელიც იღებს, ინახავს ან ამუშავებს დიდ მოცულობის პერსონალურ მონაცემებს, ავალდებულებს მოიწვიოს მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ორგანიზაციებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაიცვან როგორც დასაქმებულთა, ისე მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბიზნესის რეპუტაციის გაძლიერებას.

როგორ გეხმარებით:

ჩავატარებთ მონაცემთა დაცვის აუდიტს

  1. სამუშაო პროცესებისა და რისკების გათვალისწინებით,
    შევამოწმებთ ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის არსებულ სისტემას.
  2. აუდიტისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, შევიმუშავებთ ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამის რეკომენდაციებს.

დავნერგავთ მართვის სისტემას

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის შესაქმნელად, შევიმუშავებთ ეფექტურ და კონონმდებლობასთან შესაბამის წესებს, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებას.

ჩავატარებთ ტრენინგებს გუნდის წევრებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმებულებს ჩავუტარებთ ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე:

  • საკანონმდემბლო მოთხოვნები და რეგულაციები;
  • შეუსაბამობების აღმოჩენა და მართვა;
  • დოკუმენტაციის მართვა;
  • ყველა სხვა საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად.

გამოვყოფთ კვალიფიციურ ოფიცერს

  • ვუზრუნველყოფთ სპეციალისტის მომსახურებას მუდმივი მონიტორინგისა და მხარდაჭერისთვის;
  • ოფიცერი გახდება ორგანიზაციის წარმდგენი პირი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოსთან და სასამართლოში, საჭიროების შემთხვევაში.

We use cookies