
სახანძრო უსაფრთხოება
საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, ყველა ობიექტს ეკისრება ვალდებულება, დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
COS-ის პროფესიონალ ტექნიკოსთა გუნდი გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტირებას, მონტაჟსა და მონიტორინგს, რათა თქვენი ობიექტი სრულად აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
როგორ გეხმარებით:
1. კონსულტაცია
- შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო გადაწყვეტილებებს;
- გაგაცნობთ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს.
2. პროექტირება
- შევიმუშავებთ საევაკუაციო გეგმას;
- ვუზრუნველყოფთ სქემებისა და დაგეგმარების სრულ შესაბამისობას ტექნიკურ და სამართლებრივ მოთხოვნებთან;
- შევქმნით სახანძრო სისტემების დიზაინს, ობიექტის საჭიროებების მიხედვით;
- ვუზრუნველყოფთ სისტემების რეგულარულ მონიტორინგს, დიაგნოსტიკასა და ოპტიმიზაციას.
2. ხანძრის დეტექცია
- ხანძრის დროული აღმოჩენის მიზნით, დავამონტაჟებთ სახანძრო სიგნალიზაციას;
- გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით;
- მოვახდენთ სისტემების პროგრამირებას და გავწერთ სხვადასხვა სცენარებს;
- ვუზრუნველყოფთ ქსელის უწყვეტ და სტაბილურ მუშაობას.
3. ხანძარქრობა
- დავამონტაჟებთ ავტომატურ საშხაპე სისტემებს სენსორული ტექნოლოგიებით;
- დავამონტაჟებთ აირით ქრობის სისტემებს უსაფრთხო აირის საშუალებით;
- ვუზრუნველყოფთ განსხვავებული ტიპის ცეცხლმაქრებით მომარაგებას, ობიექტის საჭიროების მიხედვით.
სრული საინჟინრო-ტექნიკური მომსახურება
- დავამონტაჟებთ სახანძრო ვენტილაციას კვამლისა და ცხელი ჰაერის ეფექტური ევაკუაციისთვის;
- ვუზრუნველყოფთ უწყვეტ ელექტრომომარაგებასა და სუსტი დენების ინტეგრაციას;
- დავნერგავთ HVAC სისტემებს, გათბობა/გაგრილებისა და ვენტილაციისთვის;
მოვაწესრიგებთ წყალმომარაგება/წყალარინების სისტემებს, წყლის მიწოდებისა და ხარჯვის მართვის მიზნით.