უსაფრთხოების მართვა 360°

უსაფრთხოების მართვა 360°

უსაფრთხოების მართვა 360°

ანდეთ რისკების მართვა კორპორაციულ ოფიცერს

თუ ფიქრობთ, რომ ორგანიზაციაში უსაფრთხოების საკითხების მართვა ზედმეტ დროსა და რესურსს გართმევთ, სერვისი უსაფრთხოების მართვა 360°, გთავაზობთ კორპორაციული ოფიცრის კომლექსურ და პერსონალიზებულ მომსახურებას.

პირადი ოფიცერი იზრუნებს რისკების მართვასა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე, კანონმდებლობით რეგულირებად ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა შრომის, გარემოს, პერსონალური მონაცემების, სურსათის, სახანძრო და სხვ.

როგორ მუშაობს სერვისი 360°:

  • კორპორაციული ოფიცერი დეტალურად შეისწავლის თქვენი კომპანიის საჭიროებებს და COS-ის ექსპერტების ჯგუფთან ერთად მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;
  • ოფიცერი გახდება კომპანიის წარმომადგენლობა საზედამხედველო ორგანოებთან და სასამართლოში (საჭიროების შემთხვევაში);
  • პირადი ოფიცერი უზრუნველყოფს აქტიურ კომუნიკაციას ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან და პროცესებს თქვენთან ერთად გაუწევს მონიტორინგს;
  • თქვენი მოთხოვნების შესაბამისად, ოფიცერი უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას.

რატომ კორპორაციული ოფიცერი?

დროისა და ფინანსების დაზოგვა: ერთი მომსახურე პირი უზრუნველყოფს უსაფრთხოების საკითხების კომპლექსურ მართვას და არ დაგჭირდებათ შიდა კადრის ყოლა, ან რამდენიმე “აუთსორს” კომპანიასთან თანამშრომლობა.

პერსონალიზებული მომსახურება: შემუშავებული გეგმა თქვენი კომპანიის გამოცდილებებსა და საჭიროებებს მოერგება.

ეფექტური გამოსავლის პოვნა: COS-ის სხვადასხვა სფეროს ექსპერტების  ჩართულობით, უსაფრთხოების ოფიცერი უზრუნველყოფს ორგანიზაციისთვის ეფექტიან და ბიზნესზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს.

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.