სურსათის უვნებლობა (ჰასპი)

სურსათის უვნებლობა (ჰასპი)

სურსათის უვნებლობისა და HACCP სისტემის დანერგვა

COS-ის გუნდი გეხმარებათ სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვასა და მართვაში, რომ საკვების წარმოების, გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და შენახვის პროცესები შესაბამისობაში იყოს ქართულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

როგორ გეხმარებით

გთავაზობთ სურსათის უვნებლობისა და HACCP სისტემის დანერგვის სრულ მომსახურებას, გენერალურ აუდიტს, დოკუმენტაციის მომზადებას, გუნდის ტრენინგს და პერიოდულ მონიტორინგს.

ნაბიჯები

ნაბიჯი 01 სურსათის უვნებლობის გენერალური აუდიტი
  1. შევაფასებთ ობიექტის საწარმოო და ზოგად ჰიგიენურ პირობებს.
  2. შევამოწმებთ დოკუმენტაციას და განვსაზღვრავთ საჭიროებებს.
  3. გავცემთ რეკომენდაციებს პროცესების გასაუმჯობესებლად.
ნაბიჯი 02 HACCP სისტემის დანერგვა
  • შევადგენთ სურსათის უვნებლობის სისტემის (HACCP) დოკუმენტირებულ პროცედურებს, ინსტრუქციებსა და სამუშაო ფორმებს;
  • შევათანხმებთ შემუშავებულ სისტემას დასამტკიცებლად და ვუზრუნველყოფთ ორგანიზაციის ბიზნეს პროცესებში დანერგვას.
ნაბიჯი 03 HACCP ტრენინგები გუნდისთვის
  • ვუზრუნველყოფთ სწავლებას პერსონალისთვის, რათა მათ შეძლონ HACCP-ის სტანდარტების დაცვა და დანერგილი სისტემის ეფექტურად გამოყენება.

სწავლება მოიცავს:

  1. სურსათის, ცხოველის საკვების, ჰიგიენის საკითხებს;
  2. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს.
  • ტრენინგის დასრულების შემდეგ გავცემთ სერთიფიკატს.
ნაბიჯი 04 პერიოდული მონიტორინგი და რეკომენდაციები
  • გავცემთ ბიზნესის სპეციფიკისთვის შესაბამის, ინდივიდუალურ რეკომენდაციებს;
  • საჭიროების შემთხვევაში, შუამდგომლობას გაგიწევთ საზედამხედველო ორგანოსთან.

რას მიიღებთ

1
მომხმარებლის ნდობა

სურსათის უვნებლობის სწორი მართვა ზრდის მომხმარებლის ნდობას და აძლიერებს ბიზნესის რეპუტაციას.

2
რისკების შემცირება

მცირდება მომხმარებლის ჯანმრთელობასთან და ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებული სერიოზული რისკები.

3
კანონთან შესაბამისობა

თქვენი საქმიანობა შესაბამისობაში მოდის ქართულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

დაგვიტოვეთ ნომერი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ