World Vision in Georgia-ს თანამშრომლებისთვის პირველადი დახმარების ტრენინგი ჩატარდა
- 2022-02-28 18:29
World Vision საქართველოს | World Vision in Georgia თანამშრომლებისთვის პირველადი დახმარების ტრენინგი ჩატარდა, ტრენინგი ორგანიზებული იყო COS - Concept Of Safety-ის თანამშრომლობით. ტრენინგი მიზნად ისახავდა დამსწრე აუდიტორიისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის ზოგადი პრინციპების გაცნობას, საგანგებო სიტუაციაში სწორ და სწრაფ რეაგირებას, ადეკვატური პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას დაზარალებულისთვის.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
გულ-ფილტვის რეანიმაცია
ჰეიმლიხის მანევრი
დაზიანებები და ტრავმული შემთხვევები
დროული რეაგირება
პრაქტიკული სავარჯიშოები
ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი მიმდინარეობდა როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეში. ადგილზე მყოფ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ჩართულიყვნენ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრაქტიკულ აქტივობებში.
ტრენინგი ორგანიზებული იყო COS - Concept Of Safety შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობით.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომლების გადამზადება და სამუშაო სივრცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
პირველადი დახმარების დროულად აღმოჩენა ნიშნავს კიდევ ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს.