ახალი ბრძანება COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
- 2022-02-28 18:13
ახალი ბრძანება სამუშაო ადგილებზე COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების პროცედურების განსაზღვრის თაობაზე
2020 წლის 6 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №1-1/162 – №01-38/ნ.
ბრძანება განსაზღვრავს, სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების პროცედურებს.
სამუშაო ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან/და მეწარმე სუბიექტის საქმიანობის კონტროლს ახორციელებენ შრომის ინსპექციის ან/დაზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისგან შემდგარი საზედამხედველო ჯგუფები, რომლის თითოეული წევრი ვალდებულია, კონტროლის განხორციელებამდე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელს ან/და მეწარმე სუბიექტს წარუდგინოს სამსახურებრივი მოწმობა და გააცნოს ობიექტზე შესვლის საფუძველი.