კორონავირუსის პრევენციული ქმედებები | შრომის ინსპექციის რეკომენდაციების შესაბამისად
- 2022-02-28 18:21
კომპანია კოსი (COS - Concept Of Safety) გთავაზობთ მომსახურებას, რაც გულისხმობს: შრომის ინსპექციის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციული
ქმედებების დაგეგმვას
იმ კომპანიებში, რომლებიც საგანგებო ვითარების პირობებში მუშაობენ, ან სურთ ინდივიდუალური ნებართვის მოპოვება საქმიანობის გაგრძელებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაო ადგილებზე მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში – შრომის ინსპექცია) ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – ზედამხედველობის სააგენტო).
აღნიშნული საკითხი გამომდინარეობს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის (შემდგომში – საქართველოს პრეზიდენტის №1 დეკრეტი), „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის №181 დადგენილება) და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული იმ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების/შეზღუდვების/აკრძალვების აღსრულების ვალდებულებიდან, რაც ეხება საგანგებო მდგომარეობის დროს სამუშაო ადგილებზე ან/და სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა/სხვა პირთა ყოფნას.