სისტემის აუდიტი და მომზადება ტექნიკური ინსპექტირებისთვის
- 2022-02-28 18:23
კომპანია COS- Concept Of Safety გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სისტემის აუდიტს და მომზადებას ტექნიკური ინსპექტირებისთვის 👇
- გაზგასამართი სადგურებისთვის;
- წნევაზე მომუშავე ჭურჭლებისთვის;
- წნევაზე მომუშავე აირბალონებისთვის;
- საქვაბე დანადგარებისთვის;
- ამიაკიანი დანადგარებისთვის.
ეს სერვისი მოიცავს რეკომენდაციების გაცემას, საწყისი ინსტრუქტაჟის ჩატარებას და, საჭიროებისამებრ, დამატებით სწავლებას და ტრენინგების ციკლს, რომ თქვენი საქმიანობა იყოს ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობაში და მინიმუმამდე დაიყვანოთ საწარმოო ტრავმები და პროფესიული დაავადებები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2013-2014 წლებში მიიღო დადგენილებები და დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტები
- ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის;
- წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ;
- საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ;
- ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ.
ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი საქმიანობა იყოს რეგლამენტებთან შესაბამისობაში.