VR ტრენინგების 8 უპირატესობა ბიზნესისთვის.

VR ტრენინგების 8 უპირატესობა ბიზნესისთვის.

VR ტრენინგების 8 უპირატესობა ბიზნესისთვის.

  • 2022-09-28 12:00

1. სწრაფად მიღებული ცოდნა

VR ტრენინგი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრენინგზე დახარჯულ დროს და ზრდის ეფექტურობას. VR ტრენინგებით შესაძლებელია სხვადასხვა აღჭურვილობების დამონტაჟების გარეშე ვირტუალურად მოხდეს სწავლება თანამშრომლებისთვის, რაც დამსაქმებელს მნიშვნელოვდან უცმირებს ტრენინგის ჩატარების ხანგრძლივობას.

2. მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესება

არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, რომელთაგან ერთ-ერთი არის კარგად მომზადებული თანამშრომლები. VR ტრენინგი დასაქმებულს აძლევს იმ ცოდნას და უნარებს, რაც მომხარებლებისთვის კრიტიკულ სიტუაციებში მნიშვნელოვანია.

3. დროის მენეჯმენტის გაუმჯობესება

ახალი თანამშრომლის დაქირავების შემდეგ, დამსაქმებელი ვალდებულია მას გაატაროს შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა ტრენინგები. VR ტრენინგი ახალ თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად დაეუფლოს სხვადასხვა თემებზე ტრენინგებს. კვლევები ცხადყოფს, რომ VR-ით, ტრენინგი მცირდება ოთხი საათიდან 45 წუთამდე.

4.  სამუშაო ადგილის უსაფრთხოების გაუმჯობესება

იმისათვის, რომ თანამშრომლებს ჰგქონდეთ მოტივაცია  მათ პირველრიგში თავი უნდა იგრძნობ უსაფრთხოდ. VR ტრენინგი დასაქმებულს საშუალებას აძლევს მიიღოს ის პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც რეალურ სივრცეში მარტივად გამოიყენებს. 

5. თანამშრომლების დინების  შემცირება

VR ტრენინგის გამოყენება თანამშრომლებში აუმჯობესებს სწორ მოლოდინებს. თუ დასაქმებულს არ ესმის სწორად რა ქმედებები უნდა განახორციელოს კრიტიკულ სიტუაციებში ამ დროს დამსაქმებლის მიმართ მოტივაცია და ნდობა ნაკლებია, რაც იწვევს თანამშრომლების მუდმივ დინებას. VR ტრენინგის გამოყენების შემთხვევაში დასაქმებულები თავს დაცულად გრძნობენ და  თვლიან, რომ დამსაქმებელი მათზე ზრუნავს.

6.  ხარჯების შემცირება

უსაფრთხო სამუშაო ადგილის შესაქმნელად ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა თანამშრომლების უკეთესი მომზადება, რომელიც  არ ხდება მხოლოდ თეორიული ტრენინგების და სახელმძღვანელოების საშუალებით. VR ტრენინგი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს  დასაქმებულებმა გამოიყენონ კრიტიკული სამუშაო უნარები რეალისტურ გარემოში. ექსპერიმენტული სწავლის საშუალება ხელს უწყობს სიტუაციური და სივრცითი ცნობიერების განვითარებას, რაც იწვევს სამუშაო ადგილზე უფრო უსაფრთხო ქცევას, ნაკლებ ინციდენტს და ხარჯებს.

7. ბრენდის კულტურის გაუმჯობესება.

რაც უფრო დისტანციური ხდება სამყარო მით უფრო რთული ხდება ბრენდის ღირებულებების შენება, ასევე თანამშრომლების მნიშვნელოვანი ჩართვა კომპანიის კულტურის განვითარებაში. VR ტრენინგი დაგეხმარებათ შექმნათ და გააუმჯობესოთ ბრენდის კულტურა და მოახდინოთ პოზიციონირება როგორც ინოვაციური და თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული ბრენდი, რაც ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს.

8. ბიზნესის შეფერხებების აღმოფხვრა.

ბევრი სხვა საკითხების ფონზე ბიზნესს ხშირად უწევს პრიორიტეტების დალაგება. VR ტრენინგის გამოყენება კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს უზრუნველყონ ეფექტური ტრენინგის ჩატარება დასაქმებულისთვის.

აღნიშნული სერვისის კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 599 548 818.

 

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.