3 რჩევა შენ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად

3 რჩევა შენ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად

3 რჩევა შენ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად

  • 2022-05-18 20:22

გამოიყენეთ თანამშრომლების უკუკავშირის სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

თუ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების გაუმჯობესება გჭირდებათ, მაშინ მიმართეთ თანამშრომლებს. თქვენმა თანამშრომლებმა ეს იციან, რადგან მათ ყოველდღიურად უწევთ უშუალო შეხება სამუშაო სივრცესთან. მათ ასევე ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროცესები ან პროცედურები გახდის მათ სამუშაოს უფრო უსაფრთხოს. დაიწყეთ გამოკითხვის გაგზავნით ყველა თანამშრომლისთვის, სთხოვეთ მათ გულწრფელი უკუკავშირი კომპანიის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი ბიუჯეტი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად

თქვენ უნდა შეძლოთ მეტი ფინანსების მობილიზება, დაათვალიერეთ რა შეიძლება გააუმჯობესოთ უსაფრთხოების კუთხით სამუშაო ადგილზე და შეესაბამება თუ არა ის თქვენ ამჟამინდელ ბიუჯეტს. მას შემდეგ რაც შეაფასებთ არსებულ სიტუაციას, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სტრატეგია თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესოთ არსებული სიტუაცია, შექმენით თქვენი გეგმა და აჩვენეთ კომპანიის დამფუძნებლებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მეტი ფინანსების ჩადება უსაფრთხოებაში, ხაზი გაუსვით რამდენიმე კომპონენტს: აღნიშნეთ, რომ ინვესტორებისთვის და მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

გამოიყენეთ შრომის უსაფრთხოების სხვა პროფესიონალებისგან მიღებული ცოდნა და რჩევები

გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ რჩევების მისაღებად ერთ-ერთი მარტივი და ხელმისაწვდომ გზაა სოციალური მედიის სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანება, გთავაზობთ რამდენიმე პროფესიულ ასოციაციას.

აშშ: უსაფრთხოების ეროვნული საბჭო აშშ-ში და ამერიკის უსაფრთხოების პროფესიული საზოგადოება | US: the National Safety Council in the US and the American Society of Safety Professionals;

ევროკავშირი: ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული ორგანიზაციების ევროპული ქსელი | EU: the European Network of Health and the Safety Professional Organisations;

ჩინეთი: ჩინეთის სამუშაო უსაფრთხოების ასოციაცია და ჩინეთის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ასოციაცია | China: the China Association of Work Safety and the China Occupational Safety and Health Association.

გახსოვდეთ, გადალახეთ  ყველა დაბრკოლება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. უსაფრთხოების ცუდი მენეჯმენტის შედეგები პირდაპირ გავლენას ახდენს თანამშრომლების კეთილდღეობაზე და თქვენი კომპანიის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობაზე (ეს პასუხისმგებლობა თითოეულ დასაქმებულს ეკისრება) მოუსმინეთ თქვენს ბიზნესში მყოფ ადამიანებს, გაუფრთხილდით არსებულ რესურსი და დანერგეთ სიახლეები, რათა გამოავლინოთ ახალი შესაძლებლობები თანამშრომლების ოპტიმალური დაცვისთვის.

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.