2022 წლის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის 5 ტენდენცია
- 2022-12-22 14:38
2022 წლის დასასრულს დროა შევაჯამოთ განვლილი წელი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელი სექტორისთვის იყო ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის და უსაფრთხო სამუშაო ადგილზე მუდმივი აქცენტის წელი. ერთად ვნახოთ რა ტენდენციები ვლინდება და რა პოტენციალი აქვთ მათ შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობისა დაცვის გასაძლიერებლად?
ეფექტიანობის გაზრდის გამო ვირტუალური ტრენინგი მაინც უპირატესია ორგანიზაციებისთვის. კომპანიები სისტემურად განიხილავენ სრულად გადავიდნენ VR ტექნოლოგიებით ტრენინგების ჩატარებაზე, რადგან ეს უფრო ეფექტური, ინოვაციური და ეკონომიურია.
სიახლოვის სენსორები, მაჯის საათები, გულმკერდის მოწყობილობები, ეს მოწყობილობების არაერთი ჩამონათვალია, რომელსაც იყენებენ შრომის უსაფრთხოების დაცვის პროფესიონალები, უფრო მეტიც, ისინი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მუშებს თავიანთი სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებაში, რათა შემცირდეს სამუშაოსთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები.
აპლიკაციები, საშუალებას აძლევს პირებს, შეატყობინონ და თვალყური ადევნონ მიმდინარე პროცესებს. უკვე რამდენიმე წელია არსებობს მსგავსი ტიპის აპლიკაციები, თუმცა აუცილებელია რომ მისი გამოყენების რიცხვი 2023 წლისთვის გაიზარდოს. ტრადიციულად, უბედური შემთხვევის შესახებ მოხსენებას დღეს უმრავლესობა წერს ძველებური ფორმით, რომელიც მოიცავს უამრავი სხვადასხვა დოკუმენტების შედგენას და ადმინისტრაციის უწყვეტ მენეჯმენტს. აპლიკაციაზე დაფუძნებული ტექნოლოგიით, მუშებს შეუძლიათ ავტონომიურად და პროაქტიულად შეატყობინონ ინციდენტების შესახებ სმარტფონიდან ან ტაბლეტიდან, რომლის მონაცემები იგზავნება პირდაპირ დაფუძნებულ პორტალზე, სადაც ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მენეჯერებს შეუძლიათ შეაფასონ და დაწერონ ანგარიშები.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა. დღეს მნიშვნელოვანია თანამშრომლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. ყველანი ვთანხმდებით, რომ პანდემიამ დატოვა კვალი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად 2023 წლისთვისაც ამ კომპონენტის გაძლიერება მნიშვნელოვანია ორგანიზაციებისთვის. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზაციების უმეტესობა ატარებს დამატებით ზომებს თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად Covid-19-ის საპასუხოდ.
პერსონალური დამცავი მოწყობილობები "PPE" (Personal Protective Equipment) არის მოწყობილობები, რომელიც გამოიყენება იმ საფრთხეების ზემოქმედების შესამცირებლად, რომელიც იწვევს სამუშაო ადგილზე სერიოზულ დაზიანებებსა და დაავადებებს. არსებობს ტენდენცია, რომ ფოკუსირება მოხდეს კომფორტზე და სტილზე სტანდარტების გასაუმჯობესებლად. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ დამცავი აღჭურვილობა საკმარისად კომფორტულია, დასაქმებული თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მოხდეს მაღალი ხარისხის და სტანდარტების მქონე აღჭურვილობების შეძენა. თავიდან დამსაქმებლებს ეს შეიძლება მოეჩვენოთ როგორც ,,ძვირი ფუფუნება" თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სწორი და მომგებიანი გადაწყვეტილებაა.