შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის 5 ტრენდი 2024 წლისთვის
- 2023-12-12 20:41
1. მენტალური ჯანმრთელობის და გადაწვის შემცირების ხელშეწყობა - მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აქტუალური გახდა უკვე რამდენიმე წელია და ეს ასეც გაგრძელდება, რამდენადაც უფრო მეტი ყურადღება მიექცევა დასაქმებულების გადაწვის შემცირებას
2. ჰიბრიდულ მუშაობასთან ადაპტაცია - მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული მუშაობა 2020 წლიდან ცხოვრების ნაწილია, ახლა უკვე სამუშაო ცხოვრების მთავარ სტრიმში შევიდა, რაც დამსაქმებლებისთვის უფრო პრიორიტეტული გახდა
3. მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ხანძარსაწინააღმდეგო წესებთან ადაპტაცია - ყველა ბიზნეს სექტორმა უნდა შეძლოს ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხების უზრუნველყოფა:
მეტი თანამშრომლობა პასუხისმგებელ პირებსა და შენობის მფლობელებს შორის;
ხანძარსაწინააღმდეგო ინფორმაციის უფრო მკაცრი მართვა და ჩანაწერების წარმოება;
ხანძარსაწინააღმდეგო ინფორმაციაზე დეტალური წვდომა და ტრენინგები დასაქმებულთათვის.
4. აქცენტი მრავალფეროვნებაზე, თანასწორობასა და ინკლუზიაზე - ეს არის ის თემა, რომელსაც უსაფრთხოების პროფესიონალები სერიოზულად უნდა მოეკიდონ. გუნდებში თანასწორობის და მრავალფეროვნების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ნდობის და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების სერიოზული რისკები, რაც ცვლის დასაქმებულის დამოკიდებულებას დამსაქმებლისადმი.
5. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მეტად დანერგვა სამუშაო სივრცეში - თითოეული თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია თავს გრძნობდენ დაცულად, როგორ ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. აღნიშნულ საკითხებზე უნდა ჩატარდეს მეტი ინტენსივობით სხვადასხვა უსაფრთხოების ტრენინგები და მასტერკლასები, რომ თანამშრომლების მოტივაცია და შრომისუნარიანობა გახდეს ეფექტური.
თუ სტატიის ამ ნაწილამდე მოხვედით, გამოდის, უკვე გაეცანით 2024 წლის ტრენდებს და იცით, რისკენ უნდა მიმართოთ თქვენი დრო თუ რესურსები მომავალში.