შრომის უსაფრთხოება და სითბური დაავადებები

შრომის უსაფრთხოება და სითბური დაავადებები

შრომის უსაფრთხოება და სითბური დაავადებები

  • 2022-06-28 13:28

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სითბური დაავადება საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა თანამედროვე სამყაროში. სითბური დაავადების ყველა ფორმა გულისხმობს სხეულის გადახურებას, ხოლო მსუბუქმა ფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სიმპტომები, როგორიცაა კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და ა.შ. სითბური დარტყმა ხდება მაშინ, როდესაც თქვენი სხეული იმდენად გადახურებულია, რომ ის კარგავს უნარს, დაარეგულიროს ძირითადი ტემპერატურა. მკურნალობის გარეშე, ეს იწვევს უჯრედულ დონეზე დაზიანებას. ხშირი, ან მაღალი სითბური დაზიანებები იწვევს სიკვდილს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ხშირად ვერ ხვდებიან სიტუაციის სიმძიმეს. აღსანიშნავია, რომ ხშირად უნდა ტარდებოდეს დასაქმებულებისთვის აღნიშნულ საკითხზე ტრენინგი რომელიც უნდა მოიცავდეს სითბურ დარტყმის შედეგებს და ხაზს უსვამდეს, რამდენად საფრთხის შემცველია შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე მუშაობა იმ ადგილებში, სადაც სითბური დაავადებების რისკი მაღალია. აქედან გამომდინარე, გადახურებული დასაქმებულის გადარჩენა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გააცნობიერებენ სიტუაციას  სპეციალისტები და როგორი იქნება მათი რეაგირება.

სიმპტომები

მზის  დარტყმის განმსაზღვრელი სიმპტომია სხეულის ტემპერატურა 105°F ან უფრო მაღალი. თუმცა, სამუშაო ადგილების უმეტესობას არ აქვს თერმომეტრი, რომელსაც შეუძლია სხეულის ტემპერატურის გაზომვა. ასე რომ, მნიშვნელოვანია დასაქმებულმა მუშაობის დროს დააკვირდეს ხომ არ აწუხებს შემდეგი სიმპტომები:

  • ფიზიკური დაღლა

  • ძლიერი და სწრაფი პულსი

  • ჭარბი ოფლიანობა

  • თავის ტკივილი

  • კუნთების სისუსტე

  • გახშირებული სუნთქვა

  • დაბნეულობა ან ირაციონალური ქცევა

  • ცნობიერების დაკარგვა ან კრუნჩხვები

 

როგორ დავიცვათ თავი?

სითბური დაავადების თავიდან აცილება შედგება შემდეგი მარტივი რვა ეტაპისგან:

  • მოამზადეთ და ასწავლეთ დასაქმებულებს თუ როგორ უნდა იმოქმედონ

  • უზრუნველყავით  მუდმივი წვდომა გრილ სასმელებზე

  • მოახდინეთ დასაქმებულების აკლიმატიზაცია სიცხესთან

  • დააკვირდით სამუშაო გარემოს

  • მოახდინეთ დასაქმებულების მონიტორინგი

  • უზრუნველყავით  მოხდეს ხშირი დასვენება სპეციალურად გაგრილებულ ოთახში

  • მიაწოდეთ პერსონალური დამცავი მოწყობილობა, რომელიც გააგრილებს სხეულს

  • ასწავლეთ სასწრაფო რეაგირებას

 

სითბური დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია - არ დაუშვათ ეს!

 

ეს სტატია წარმოადგენს ავტორის დამოუკიდებელ შეხედულებებს და არ უნდა იქნას გაგებული, როგორც კონკრეტული სტრუქტურების მოწოდება.

 

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.