შრომის უსაფრთხოება გასართობ ინდუსტრიაში

შრომის უსაფრთხოება გასართობ ინდუსტრიაში

შრომის უსაფრთხოება გასართობ ინდუსტრიაში

  • 2022-06-06 19:56

თუ ფილმის ტრიუკები და საშიში სცენები აღგაფრთოვანებს, ამის უკან ბევრი საფრთხე იმალება. ფილმის გადაღების სამუშაო ადგილზე ხშირად ხდება უბედური შემთხვევები, როდესაც მსახიობები ასრულებენ ექსტრემალურ ტრიუკებს.

იცოდით, რომ "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების" გადასაღებ მოედანზე, დენიელ რედკლიფის დუბლისტმა დევიდ ჰოლმსმა საჰაერო სცენის გადაღების დროს ხერხემლის სერიოზული დაზიანება მიიღო, რამაც მას ტეტრაპლეგია (ოთხივე კიდურის დამბლა) დაუტოვა.  ესეთ შემთხვევებს ბევრ წავაწყდებით, რადგან  მიუხედავად ამისა, რომ ქვეყნებს აქვთ კანონები რომლებიც ეხება შრომის უსაფრთხოებას ეს რეგულაციები კონკრეტულად არ ეხება გასართობ ინდუსტრიას, შესაბამისად, შეიძლება ითქვას რომ არსებული რეგულაციები საკმარისად სპეციფიკური არ არის გასართობ ინდუსტრიაში დასაქმებულების დასაცავად, რაც იწვევს ინდუსტრიაში  საფრთხეების რისკების ზრდას.

ქვემოთ განხილულია  ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების შესახებ კანონი ეხება გასართობ ინდუსტრიებსაც

კანადა არის ქვეყნის კარგი მაგალითი, მათ აქვს  ვრცელი კანონი შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ვრცელდება გასართობ ინდუსტრიაზე. მაგალითად, ბრიტანეთის რეგულაციაში ნათქვამია, რომ  ხელოვნებაში დასაქმებული ადამიანებისთვის თუ შეუძლებელია უსაფრთხოების სტანდარტების შექმნა დამსაქმებელმა უნდა მიიღოს „ეფექტური ზომები“ დასაქმებულის დაზიანებისგან დასაცავად, ასევე განახორციელოს რისკის შეფასება და კონტროლი. გარდა ამისა, ფილიპინები აღიარებენ გასართობი ინდუსტრიის სპეციფიკური დაცვის აუცილებლობას, 2019 წელს ფილიპინების მთავრობამ პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით შემოგვთავაზა კანონპროექტი ხელოვნებაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რაც გულისხმობს პრობლემების ადეკვატურ გადაჭრას გასართობ ინდუსტრიაში.

№81 კანონპროექტის თანახმად, „ყველა კომპანიას, ბიზნესს, პროფესიონალურ ჯგუფს და ინდივიდს, რომლებიც ჩართული არიან კინოს, ტელევიზიისა და თეატრის ინდუსტრიაში“ ევალებათ ჩამოაყალიბონ, განახორციელონ და დააფინანსონ შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების ყოვლისმომცველი პროგრამა (OSHERP).  ასევე კანონპროექტში ნათქვამია,რომ ,,დაიცავით ყველა არტისტი, რომელიც მონაწილეობს ნებისმიერ გადაღებებში ფილმში, შოუში, რეკლამაში ან სპექტაკლში." ეს კანონპროექტი ეხება მედია კომპანიებს, სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებს, ფილმების მწარმოებელ კომპანიებსა და თეატრალურ ჯგუფებს.

იდეალურ შემთხვევაში, ყველა სამუშაო ადგილი დაცული უნდა იყოს საფრთხისგან, მათ შორის ისეთი სამუშაო ადგილები როგორიცაა: რეპეტიციების ადგილები, კინოს გადასაღები მოედნები, სპექტაკლები... თუ შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კანონი არ მოიცავს გასართობ ინდუსტრიას, მაშინ არსებობს დიდი ხარვეზი რეგულირებაში.

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.