
სპეციალური შეთავაზება სამშენებლო სექტორს
- 2022-08-02 16:55
შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანიამ COS - Concept Of Safety შეიმუშავა სამშენებლო სექტორისთვის პაკეტი, რაც მოიცავს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგავს.
1. პაკეტი CONSTANT
მუდმივი კადრი, მუდმივი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი შენთან.
კოსი გთავაზობთ სამშენებლო პროექტის დაწყებიდან მშენებლობის დასრულებამდე მაღალკვალიფიციურ, სერთიფიცირებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნას თქვენს ობიექტზე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლს, განსაზღვრული პერიოდულობით სამშენებლო ობიექტის რისკების შეფასებას, მშენებლობისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებულყველა სავალდებულო ტრენინგის და ინსტრუქტაჟის ჩატარებას და კომპანიის მენეჯმენტის მუდმივ ინფორმირებას, კონსულტირებას ობიექტზე არსებული შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველასაკითხზე.
2. პაკეტი CHECK UP
შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება და აუდიტი სამშენებლო ობიექტზე
ობიექტზე ინციდენტის და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით ასევე, შრომის ინსპექციის მიერ სამუშაოების შეჩერების ან დაჯარიმების თავიდან ასაცილებლად კომპანია კოსი გთავაზობთ ერთჯერად ან პერიოდულ ინსპექტირებას, რომელიც გულისხმობს თქვენ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალის და კონტრაქტორების მიერ წარმოებული სამუშაოების შეფასებას რაც მოიცავს:
- სისტემისშიდაინსპექციას;
- არსებული დოკუმენტაციის/პროცედურების ანალიზის;
- დასაქმებულებთან გასაუბრებას და პროცესებზე დაკვირვებას;
- მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგლამენტებთან შესაბამისობის დადგენას მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ხარვეზების დაფიქსირებას და დამკვეთის სპეციფიკაზე მორგებული რეკომენდაციის შეთავაზებას, რომელიც საბოლოოდ შეთანხმდება დამკვეთი ორგანიზაციის პასუხისმგებელ პირებთან.
3.პაკეტი RENEW
შრომის ინსპექციის მიერ შეჩერებული მშენებლობის აღგენა და გაცემული მითითებების შესრულებაში მხარდაჭერა,
რაც გულისხმობს დარღვევების აღმოფხვრის გეგმის შემუშავებას და წარდგენას შრომის ინსპექციასთან, ინსპექტირების შემდგომი მითითებების შესრულებაში დახმარებას, რაც შეიძლება მოიცავდეს მითითების შესასრულებლად ტექნიკური გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების მომზადებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ( რისკების შეფასება, შემოწმების აქტები, ინსტრუქციები,ბრძანებები და ა.შ) სწავლებების ჩატარება და ტექნიკური მოწყობილობების შემოწმება ინსპექტირებას
4. პაკეტი SPEAK
ტრენინგი და ინსტრუქტაჟი
-
სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის ტრენინგი თანამშრომლებისთვის;
-
პირველადისამედიცინო დახმარების ტრენინგი;
-
სამშენებლო ობიექტის საკანონმდებლო მოთხოვნების და რეგულაციების შესახებტრენინგი მენეჯერებისთვის;
-
საფრთხეებიდარისკები-რისკების შეფასების პროცედურა მენეჯერებისთვის;
-
სახანძროდასაგანგებო სიტუაციების მართვის ტრენინგი;
-
სამშენებლო ობიექტის ინსპექტირება და აუდიტი საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის.