სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი m2-ის თანამშრომლებისთვის.

სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი m2-ის თანამშრომლებისთვის.

სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი m2-ის თანამშრომლებისთვის.

  • 2022-11-21 17:12

19 ნოემბერს შრომის უფლებების და შრომის უსაფრთხოების დაცვის საკონსულტაციო კომპანიამ COS - Concept Of Safety m2 თანამშრომლებს ინოვაციური VR ტექნოლოგიის გამოყენებით სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი ჩაუტარა.

VR ტექნოლოგიით ჩატარებული ტრენინგი დასაქმებულს შესაძლებლობას აძლევს ვირტუალურად შეისწავლოს და განახორციელოს სხვადასხვა სამუშაოები ხანძრის შემთხვევაში უშუალოდ ტრენინგის მსვლელობისას, ტრენინგის გავლის შემდეგ დასაქმებული შეძლებს:

👉 აალების პრინციპებში გარკვევას;

👉 სხვადასხვა სახის ცეცხლსაქრობების გამოყენებას;

👉 ხანძრის თავიდან აცილების, აღმოჩენის და ხანძრის ჩაქრობის ძირითად პრინციპებში გარკვევას;

👉 ხანძრის დროს კოორდინაციას და ინციდენტზე სწორ რეაგირებას.

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.