
სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი VR ტექნოლოგიით
- 2022-10-11 16:52
COS - Concept Of Safety შრომის უფლებების და შრომის უსაფრთხოების დაცვის საკონსულტაციო კომპანია საქართველოში პირველად ბიზნესს სთავაზობს სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგს VR ტექნოლოგიით.
VR ტექნოლოგია არის სწრაფი, ეფექტური, უსაფრთხო და ინოვაციური სასწავლო გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს ვირტუალურ გარემოში სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგის ჩატარებას. VR ტრენინგის მეთოდი მონაწილეს აწვდის რეალისტურ სცენარს, ვირტუალურად თუ როგორ უნდა ჩააქროს ცეცხლი სხვადასხვა სივრცეებში.
რატომ ეს ტექნოლოგია?
უსაფრთხო სწავლების მეთოდი, რომლის სცენარები მაქსიმალურადაა მიახლოებული რეალურ გარემოს, რაც მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს ვირტუალურად სხვადასხვა სივრცეში ჩაატაროს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები;
VR ტექნოლოგია ბიზნესს უმცირებს ტრენინგის ჩატარების დროს;
ტრენინგი ეფექტური, სახალისო, და გასაგებია მონაწილისთვის;
სხვადასხვა გარემოში (ოფისი, საწყობი, ტრანსპორტი, საავადმყოფო, რესტორანი, სასტუმრო, საცხოვრებელი სახლი) მონაწილეს ვირტუალურად შეუძლია ცეცხლის ქრობის სამუშაოები წარმართოს
დამატებითი ინფორმაცია აღნიშული ტექნოლოგიის შესახებ იხილეთ ვებ გევრდიდან www.flaimsystems.com