სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი ბიზნესისთვის

სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი ბიზნესისთვის

სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი ბიზნესისთვის

  • 2022-08-29 11:52

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს ჩაუტაროს სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი. შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია COS - Concept Of Safety გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგ პროგრამას თქვენი ბიზნესისთვის.

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას. ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია როგორც ჩვენს სასწავლო ბაზაზე, ისე ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან;

  • წვის თეორიას;
  • ხანძრის გავრცელების მეთოდებს;
  • ხანძრის სახეებს;
  • ცეცხლის ჩაქრობის მეთოდებს;
  • ხანძრის ჩაქრობის სხვადასხვა მეთოდებს;
  • ასევე, მონაწილეებს ეძლევათ პრაქტიკული სავარჯიშოები სხვადასხა კლასის ხანძრის ჩაქრობაზე.

 

ტრენინგის საკითხები:

ინფორმაცია ხანძრის შესახებ;
საშიშროების ფაქტორები;
პასიური უსაფრთხოება ხანძრის დროს;
ხანძართან ბრძოლა;
ხანძრის კლასიფიკაცია;
ცეცხლის გავრცელება და მისი წყაროები;
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები;
ცეცხლმაქრთა ტიპები და სახეობები;
ცეცხლის ჩაქრობის პროცედურა და განხორციელების გეგმა;
ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა;
საკონტროლო ცხრილები;
ცეცხლმაქრთა შემოწმება;

კურსის ფორმატი

ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიურ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. პრაქტიკული მეცადინეობა ტარდება ლაზერული ცეცხლმაქრის გამოყენებით, რაც შესაძლებლობას იძლევა მონაწილეებმა განავითარონ სხვადასხვა კლასის ცეცხლის ქრობის უნარები სატრენინგი სივრცეში. (ვიდეო ლაზერული ცეცხლმაქრის შესახებ იხილეთ აქ https://www.youtube.com/watch?v=UFKNs_C0v3I 

ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენი თანამშრომლები შეძლებენ :

აალების ძირითადი პრინციპებში გარკვევას;

სხვადასხვა სახის ცეცხლსაქრობების გამოყენებას;

ხანძრის თავიდან აცილების, აღმოჩენის და ხანძრის ჩაქრობის ძირითად პრინციპებში გარკვევას;

ხანძრის დროს კოორდინაცია და ინციდენტზე სწორი რეაგირება.

აღნიშნული ტრენინგ პროგრამის დეტალური შეთავაზების მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 599 548 818 ან მოგვწეროთ [email protected] ზე.

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.