საგანგებო სიტუაციების მართვის 3 წესი
- 2022-05-10 19:20
შეიმუშავეთ ყველა დეპარტამენტისთვის გეგმა.
- საგანგებო სიტუაციების გეგმის შესადგენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციამ მოახდინოს ყველა რგოლის მენეჯერის ჩართულობა. გახსოვდეთ დაგეგმვისას მოახდინეთ იდენტიფიცირება ყველა იმ ხარვეზების, რომლებიც საფრთხეს უქმნის თქვენი ბიზნესის მზადყოფნას საგანგებო სიტუაციებში.
გაითვალისწინეთ შემდეგი 4 ფაზა
- რისკების შემსუბუქება - საგანგებო სიტუაციების მართვის პირველი ეტაპი, რომელიც ფოკუსირებულია ზარალის შემცირებაზე. რისკების შემსუბუქებისთვის გეგმაში პრიორიტეტული უნდა იყოს ის გეგმა, რაც გაუმარტივებს თქვენ შრომის უსაფრთხოების მენეჯერს მუშაობას, მას უნდა მისცეთ შესაძლებლობა აირჩიოს ორგანიზაციისთვის რელევანტური ეფექტური სამოქმედო გეგმა;
- მზადყოფნა - ყოველთვის მზად იყავით მოქმედებისთვის/ადაპტაციისთვის. მზადყოფნის ფაზა ეხება კატასტროფებზე ან სამუშაო ადგილზე უბედურ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების გეგმას, შრომის უსაფრთხოების მენეჯერს უნდა მისცეთ შესაძლებლობა გამოიყენოს სხვადასხვა რესურსები, რათა შექმნას და შეინარჩუნოს უსაფრთხო ორგანიზებული სტრუქტურა. იმისათვის, რომ ეს გეგმა ეფექტური იყოს უნდა იყოს მორგებული ყველა გადაუდებელი ოპერაციებისთვის;
- პასუხი - ეს ფაზა განიხილება როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ყველაზე დრამატული ეტაპი. პასუხის ფაზა მოიცავს რეაქციას კატასტროფის ან სამუშაო ადგილზე მომხდარ ინციდენტზე. ამ ფაზის გასაღები არის პრობლემის კრეატიული გადაწყვეტა, საგანგებო სიტუაციების მენეჯერს უნდა შეეძლოს სწრაფად ადაპტირება სწრაფად ცვალებად და ხშირად გაურკვეველ სიტუაციასთან, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული ტაქტიკის და პროცედურების შემუშავება;
- აღდგენის ფაზა - მეოთხე და ბოლო ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს ობიექტის კრიტიკული ფუნქციების აღდგენას და რეკონსტრუქციის მართვას. ამ დროს შეიმუშავეთ მოკლევადიანი ხედვა, რომელიც მამოტივირებელი იქნება გუნდის წევრებისთვის.
შეამოწმეთ და მოამზადეთ ყველა გუნდის წევრი.
- მას შემდეგ რაც შეიმუშავებთ საგანგებო სიტუაციების გეგმას, გაითამაშეთ იგი რეალურ სამყაროში. დარწმუნდით, რომ ორგანიზაციის ყველა წევრს შეუძლია გაუმკლავდეს შექმნილ საგანგებო სიტუაციას, მოუსმინეთ თანამშრომლებს, გაიზიარეთ მათი უკუკავშირი და გახოსვდეთ საგანგებო სიტუაციების გეგმის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარდეს: ღონისძიებების სიმულაცია, ლექცია და სესიები, ასევე სეგმენტირებული წვრთნები.