საგანგებო სიტუაციების მართვა და ორგანიზება
- 2022-07-13 11:59
საგანგებო მდგომარეობად განიხილება შემდეგი მოვლენების განვითარება:
-
ხანძარი;
-
აფეთქება;
-
მიწისძვრა, წყალდიდობა;
-
ავტოსაგზაო შემთხვევა;
-
პერსონალის ნებისმიერი ხარისხით დაშავება;
-
ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევით გამოწვეული მდგომარეობა;
-
პერსონალის ევაკუაციის საჭიროების გამომწვევი ნებისმიერი მიზეზი.
საგანგებო მდგომარეობის მართვა და ორგანიზება
ორგანიზაციაში წარმოქმნილი საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესს ხელმძღვანელობს სახანძრო/საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელი პირები, რომელთაც სპეციალური სწავლება გავლილი აქვთ. აღნიშნული პირები ინიშნებიან კომპანიის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე (მათი საკონტაქტო ინფორმაცია იხილე ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე).
სახანძრო/საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელი პირების ძირითადი ფუნქციებია სხვადასხვა სახის საგანგებო მდგომარეობის წარმოქმნისთანავე ინციდენტის ლიკვიდაციის კონკრეტული ღონისძიებების და ოპერატიულ მოქმედებათა გეგმის განსაზღვრა.
ინციდენტის მართვის სისტემა მოიცავს 4 ძირითად ელემენტს:
1. საგანგებო მდგომარეობის იდენტიფიცირება და შემდგომი მოქმედებების ეფექტური ორგანიზება;
2. პერსონალის მოვალეობების და როლების ზუსტი განაწილება;
3. კავშირისა და შეტყობინებების ოპერატიული სისტემა;
4. ინციდენტის ლიკვიდაციისათვის საჭირო რესურსების ოპერატიულად მობილიზების გარანტიები;
ინციდენტის ადგილზე პასუხისმგებელი პირი:
ინციდენტის ადგილზე პასუხისმგებელ პირად მოიაზრება პიროვნება, რომელმაც აღმოაჩინა ინციდენტის წინაპირობა, შეესწრო ინციდენტის განვითარებას, აღმოაჩინა ტექნიკური გაუმართაობა, იმყოფებოდა ინციდენტის ადგილის სიახლოვეს ან თავად გახდა ინციდენტის განვითარების მიზეზი.
ინციდენტის ადგილზე პასუხისმგებელი პირის (ფიზიკურად შესაძლებლობის შემთხვევაში) ვალდებულებაა:
-
შეაფასოს შექმნილი მდგომარეობა და ინციდენტის შესაძლო განვითარების შემთხვევაში მისგან მომდინარე საფრთხე;
-
დაუყოვნებლივ შეატყობინოს უშუალო უფროსს ინციდენტის შესახებ;
-
აფრთხილებს ყველა თანამშრომელს, მიიღონ უსაფრთხოების ზომები;
-
მონაწილეობა მიიღოს ადამიანთა და ტრანსპორტის ევაკუაციაში, კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად შეძლებისდაგვარად, ევაკუაციის გეგმის მიხედვით;
-
ინციდენტის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღოს ინციდენტის გამოკვლევაში მისი წარმომქმნელი მიზეზის დადგენაში.
საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელი პირი:
საგანგებო მდგომარეობის სახანძრო/საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს შემდეგ მოვალეობებს:
-
ცხადდება შემთხვევის ადგილზე და ადასტურებს მდგომარეობის ტიპს და სიმძიმეს;
-
გეგმავს ინციდენტის სალიკვიდაციო სამუშაოების თანმიმდევრობას და გასცემს ინსტრუქციებს მის შესასრულებლად;
-
უზრუნველყოფს ობიექტზე არსებული პერსონალის და სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციას შესაძლებლობის მიხედვით;
-
უზრუნველყოფს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურთან თანამშრომლობას;
-
აკონტროლებს ობიექტზე არსებული საშიში ზონებიდან მომდინარე საფრთხეს;
-
უზრუნველყოფს ინციდენტის ადგილზე დაშვების კონტროლს;
-
ადასტურებს ინციდენტის დასრულებას;
-
ატარებს და იკვლევს ინციდენტის გამომწვევ მიზეზს და თანამშრომლობს გამოძიებასთან;
-
ატარებს ტრენინგებს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით.
სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და მოქმედების წესი საგანგებო სიტუაციების დროს (მიწისძვრა, წყალდიდობა აფეთქება)
მიწისძვრის ან წყალდიდობის საფრთხის შემთხვევაში:
-
შეატყობინე შემთხვევის შესახებ სახანძრო/საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელ პირს;
-
სახანძრო/საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელი პირის მითითებით მოახდინე შენობის ევაკუაცია უსაფრთხო თავშეყრის ადგილზე;
-
დაეხმარე სხვა თანამშრომლებს ევაკუაციაში;
-
თუ ობიექტზე არ იმყოფება პასუხისმგებელი პირი ატეხე განგაში და დატოვე შენობა უსაფრთხო თავშეყრის ადგილზე;
-
შეატყობინეთ 112-ს.
გამეორების ალბათობისას, მიწისძვრის ან წყალდიდობის შემთხვევაში ნებისმიერი მცირე შემთხვევის დროს უნდა მოხდეს ხალხის ევაკუაცია საფრთხის ბოლომდე განეიტრალებამდე.
ფართომასშტაბიანი და ასევე მცირე ზომის აფეთქების შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა მოხდეს:
-
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ,,112“-ის შეტყობინება;
-
სახანძრო/საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელი პირის შეტყობინება მომხდარის შესახებ;
-
შენობის დატოვება ევაკუაციის გეგმის მიხედვით.
ავტოსაგზაო შემთხვევა
-
ნებისმიერი სახის ავტო საგზაო შემთხვევის დროს:
-
არ გაამოძრავო ავტომობილი და მოახდინო მგზავრების უსაფრთხო ადგილზე, გზიდან მოშორებით გადაყვანა;
-
თუ მგზავრს აქვს სხეულის დაზიანება, არ გაამოძრაო და დაელოდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლას;
-
დაუკავშირდი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს;
-
დაუკავშირდი 112-ს;
-
დარეკე სადაზღვევო კომპანიაში და შეატყობინე მომხდარის შესახებ.
პერსონალის ნებისმიერი ხარისხით დაშავება
-
ატეხე განგაში და უხმე დახმარებისთვის;
-
დარწმუნდი, რომ გარემო უსაფრთხოა შენთვის და ახლოს მყოფი პირებისთვის;
-
დაამყარე კონტაქტი დაზარალებულთან თუ ეს შესაძლებელია შეატყობინე სახანძრო/საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელ პირს;
-
შეატყობინეთ 112 -ს.