როგორ დავწეროთ ინციდენტის მოხსენება?

როგორ დავწეროთ ინციდენტის  მოხსენება?

როგორ დავწეროთ ინციდენტის მოხსენება?

  • 2023-06-08 17:01

ინციდენტის მოხსენება ორგანიზაციას საშუალებას აძლევს გამოავლინოს და მოახდინოს პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირება, მანამდე სანამ საფრთხე უბედური შემთხვევის ან დაზიანებების გამოწვევას მოახდენს.

კარგი ინციდენტის მოხსენება უნდა შეიცავდეს გარკვეულ ძირითად კომპონენტებს, კომპონენტების დაცვის შედეგად კი ინფორმაცია სასარგებლოა მომავალი ანალიზისთვის. ქვემოთ მოცემულია რჩევები, რომელიც უნდა იყოს შეტანილი კარგი ინციდენტის მოხსენებაში:

1. ინციდენტის დრო და თარიღი: მნიშვნელოვანია მიუთითოთ ინციდენტის ზუსტი დრო და თარიღი, რათა დაგეხმაროთ თვალყურის დევნებასა და ანალიზში.

2. მდებარეობა: ინციდენტის ადგილი უნდა იყოს ჩაწერილი, კონკრეტული ტერიტორიის ან ოთახის ჩათვლით, თუ ეს შესაძლებელია.

3. ინციდენტის აღწერა: ინციდენტის დეტალური აღწერა, მათ შორის, რა მოხდა, ვინ იყო ჩართული, ვინ დაზიანდა.

4. მოწმეთა ჩვენებები: მოწმეთა ჩვენებები ანგარიშში მნიშვნელოვანია , რადგან მათ შეუძლიათ მიაწოდონ ღირებული ინფორმაცია ინციდენტის შესახებ და დაეხმარონ პროცესის წარმართვას.

5. ფოტოები ან ვიდეოები: ინციდენტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფოტოების ან ვიდეოების არსებობა დაგეხმარებათ უფრო ზუსტი დეტალების გარკვევაში.

 

 

 

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.