რითეილ ასოციაცია წევრი კომპანიებისთვის ტრენინგი თემაზე "შრომის უსაფრთხოება" გაიმართა
- 2022-02-28 18:28
რითეილ ასოციაციის | Retail Association რითეილ ასოციაცია წევრი კომპანიებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე "შრომის უსაფრთხოება" რომლის ტრენერიც კომპანია COS - Concept Of Safety-ის დამფუძნებელი ფარნა დვალი იყო. ტრენინგის მიზანს საკანონმდებლო სიახლეების გაზიარება და ამ სიახლეების რითეილ სექტორში დანერგვა წარმოადგენდა. ტრენერემა, ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, შრომის უსაფრთხოების რეგულაციები განიხილა. ტრენინგი ჩატარდა CIPE Europe & Eurasia-ს საგრანტო პროექტის ფრაგლებში, რომელიც შრომითი სამართლის საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. პროექტის დაფინანსება ხორციელდება შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ კოოპერატივის ხელშეკრულების, ნომრით IL-32531-18-75 K ფარგლებში, სოლიდარობის ცენტრიდან საერთაშორისო კერძო საწარმოთა ცენტრის (CIPE) | CIPE Europe & Eurasia ქვეგანყოფილების გზით. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ხარჯების 100% დაფინანსებულია ფედერალური სახსრებით. ეს მასალა არ ასახავს შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებებს; არც სავაჭრო სახელების, კომერციული პროდუქტებისა და ორგანიზაციების ხსენება მოიაზრებს შეერთებული შტატების მთავრობის პარტნიორობას.