რა არის HACCP-ს სტანდარტი და რას სთავაზობს კოსი პარტნიორ ორგანიზაციებს

რა არის HACCP-ს სტანდარტი და რას სთავაზობს კოსი პარტნიორ ორგანიზაციებს

რა არის HACCP-ს სტანდარტი და რას სთავაზობს კოსი პარტნიორ ორგანიზაციებს

  • 2024-06-26 20:34

HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად იზრდება სურსათის მრეწველობაში და ხდება უნივერსალური მეთოდი სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად მსოფლიოს მასშტაბით.

HACCP სისტემა - ეს არის საუკეთესო გზა, რომლის საშუალებით სურსათის მწარმოებლები და მიმწოდებლები იცავენ საკუთარ ბიზნესს, მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მომხმარებლებს სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებებისგან.

​თავდაპირველად, HACCP შემუშავდა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის (NASA) ეროვნული სამმართველოს პროგრამისთვის. მოგვიანებით იგი შემოღებულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) Codex Alimentarius-ის კომისიის მიერ, რომელმაც გამოსცა, როგორც სტანდარტი.

HACCP პრინციპები მოითხოვს, საფრთხის ანალიზისა და რისკის შეფასების სისტემური მიდგომის გზით, ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა. იგი მიმართულია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის კონტროლზე, არამედ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის წყაროების პრევენციაზე.

შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის საკონსულტაციო კომპანია კოსი გთავაზობთ

 

HACCP დანერგვა

საწყისი შეფასება და GAP ანალიზი:

  1. სურსათის უვნებლობის მიმდინარე პრაქტიკის საფუძვლიანი შეფასება.
  2. ობიექტის საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის არსებული მდგომარეობის შესაბამისობის შეფასება, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან და წინასწარი პროგრამების PRP-ის (GPM/GHP) გამართულად ფუნქციონირება.
  3. ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას HACCP-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. HACCP გეგმის შემუშავება:
  4. HACCP გეგმის პერსონალურად შემუშავება, რომელიც მორგებულია კომპანიის კონკრეტულ ოპერაციებზე.
  5. კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.
დოკუმენტაცია და ტრენინგი:
  1. სრული დოკუმენტაციის მომზადება, პროცედურების, ფორმების და ჩანაწერების ჩათვლით.
  2. პერსონალის ტრენინგი HACCP პრინციპების, როლებისა და პასუხისმგებლობების შესახებ.
მოქმედი HACCP-ის გეგმის GAP ანალიზი:
  1. არსებული HACCP გეგმისა და მისი განხორციელების დეტალური აუდიტის ჩატარება. ხარვეზების, არაეფექტური ან შეუსაბამო საკითხების გამოვლენა.
  2. ობიექტის საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის არსებული მდგომარეობის შესაბამისობის შეფასება, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან და წინასწარი პროგრამების PRP-ის (GPM/GHP) გამართულად ფუნქციონირება.
ოპტიმიზაცია და განახლება:
  1. HACCP გეგმის განახლება აუდიტის დასკვნებისა და მარეგულირებელი ცვლილებების საფუძველზე. Ø პროცედურების და დოკუმენტაციის განახლება საჭიროებისამებრ, უკეთესი ეფექტურობისთვის
  2. HACCP-ის გეგმის პრაქტიკაში ეფექტური ამუშავება.
  3. საჭირო დოკუმენტაციის და ჟურნალების არსებობის ფუნქციონირების კონტროლი.
ტრენინგი და გაძლიერება:
  1. HACCP-ის განხორციელებაში ჩართული პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება.

აღნიშნული სერვისის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 599 548 818 ან მოგვწეროთ [email protected] ზე.

 

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.