რატომ გაიწვიეს შეერთებულ შტატებში ბიო სტაფილო მარკეტებიდან
- 2024-11-28 15:31
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით 2024 წლის 16 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია ბიო სტაფილოს მარკეტებიდან გაწვევის შესახებ. გაწვევა მოხდა E. coli - ით დაბინძურების შესაძლო რისკის გამო.
მარკეტებიდან გაიწვიეს ისეთ ბრენდები როგორიცაა: Bunny Luv, Cal-Organic, Compliments, Full Circle, Good & Gather, GreenWise, Grimmway Farms, Marketside, Nature’s Promise, O-Organic, President’s Choice, Raley’s, Simple Truth, Sprouts, Trader Joe’s, Wegmans, Wholesome Pantry.
აღნიშულთან დაკავშირებით შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცერნტრისგან გაიცა შემდეგი რეკომენდაციები, როგორც ბიზნეს ოპერატორებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის
ბიზნეს ოპერატორებისთვის გაცემული რეკომენდაცია:
- არ გაყიდოთ ან არ მიაწოდოთ მომხმარებლებს ეს პროდუქტები.
- დაუყოვნებლივ ამოიღეთ საეჭვო პროდუქტები.
- დაასუფთავეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ იმ ადგილებს ან ზედაპირებს, რომლებიც კონტაქტში იყვნენ სტაფილოს შეფუთვებთან.
მომხმარებლებისთვის გაცემული რეკომენდაცი:
- შეამოწმეთ მაცივრები ან საყინულეები და გადაყარეთ ყველა აღნიშნული პროდუქტი.
- გაასუფთავეთ ნივთები და ზედაპირები, რომლებიც შეიძლება კონტაქტში იყვნენ სტაფილოსთან, ცხელი საპნიანი წყლით ან სადეზინფექციო ხსნარით.
E. coli არის ბაქტერიების ფართო ჯგუფი, რომელთა ნაწილი შეიძლება იყოს პათოგენური. გავრცელებული შტამი (E. coli O121) არის პათოგენური და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება, რომლის სიმპტომებია:
- ძლიერი მუცლის ტკივილი
- დიარეა (ხშირად სისხლიანი)
- გულისრევა და ღებინება
- მაღალი ტემპერატურა (39°C-ზე მაღალი)
- გაუწყლოების ნიშნები (მშრალი პირი, თავბრუსხვევა, შარდის ნაკლებობა) თუ თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს აღენიშნება ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
ინფორმაცია მიზნად ისახავს საქართველოს სასურსათო ბიზნეს ოპერატორებისთვის სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებას და გავრცელებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებით.