რას ნიშნავს ფიზიკური ფაქტორების გაზომვა

რას ნიშნავს ფიზიკური ფაქტორების გაზომვა

რას ნიშნავს ფიზიკური ფაქტორების გაზომვა

  • 2022-07-20 12:50

 

ფიზიკურ ფაქტორებს განეკუთვნება:

  • მიკროკლიმატი (ტემპერატურა, ტენიანობა,ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, გამოსხივება)
  • განათება;
  • ხმაური;
  • ვიბრაცია;
  • მტვერი.

 

1. მიკროკლიმატი

ტემპერატურა შენ სამუშაო ადგილზე ოპტიმალური ტემპერატურა 22 - 27 გრადუსს, ხოლო დასაშვები ტემპერატურა 18 - 30oC-ს შეადგენს. მუშაობის პროცესში გამოყენებულმა ელექტრო მოწყობილობებმა ზედმეტი სიმხურვალე არ უნდა გამოსცეს, რათა  არ შეგექმნას დისკომფორტი. როგორც ძალიან დაბალ, ისე ძალიან მაღალ ტემპერატურას შეუძლია გამოიწვიოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.

ტენიანობა - მისაღები დონე უნდა იყოს შენარჩუნებული 30-70%-ის ფარგლებში.

ჰაერის მოძრაობის სიჩქარე - მისაღები დონე უნდა იყოს შენარჩუნებული 0.15მ/წ and 0.2 მ/წ

გამოსხივება - ელექტრომაგნიტური სპექტრის ხილული ნაწილის გარდა ყველა სხვა სახის რადიაციის დონე ისეთ უმნიშვნელო მაჩვენებლებამდე უნდა იქნას დაყვანილი, რომელიც  გამორიცხავს შენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნას. მნიშვნელოვანია! ზემოქმედების დროის შემცირება შესვენებების ან როტაციის გზით.


2. განათება

  • სამუშაო გარემოს და/ან სამუშაო ადგილის განათება 300-700 ლუქსს უნდა შეადგენდეს, მონიტორსა და მის უკან არსებულ ფონს შორის საკმარისი კონტრასტი უნდა იქმნებოდეს, გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოს სახეობა და შენ მხედველობასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

 

  • შენი სამუშაო ადგილები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ სინათლის წყაროებმა (მაგალითად: ფანჯრები და სხვა ღიობები, გამჭირვალე ან სინათლის გამტარი ტიხრები და ხასხასა ფერების მქონე ნათურები ან კედლები) არ წარმოქმნას მონიტორზე პირდაპირი სიკაშკაშე და ანარეკლები;

 

  • ფანჯრებს შესაბამისი დამფარავი და რეგულირებადი მოწყობილობები უნდა არსებობდეს, რომლებიც სამუშაო ადგილზე შემოსულ დღის სინათლეს დაარეგულირებს.

3. ხმაური

  • ხმაურის ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი  ეფექტები:

 

  • სმენის შეგრძნებების დროებითი შემცირება გადაჭარბებული ხმაურის ერთჯერადი ზემოქმედების შედეგად;

 

  • ხმაურით გამოწვეული  სმენის დაკარგვა - სმენის მუდმივი დაკარგვა გადაჭარბებული  ხმაურის მრავალჯერადი ზემოქმედების შედეგად;

 

  • ტინიტუსი - რეკვის ხმები ყურებში, რომელიც გამოწვეული გადაჭარბებული  ხმაურის მრავალჯერადი ზემოქმედების შედეგად და შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი;

 

  • ფონური ხმაურის შედეგად სხვა ხმების, როგორიცაა განგაში, ავტოტრანსპორტის ხმები და საუბრის ვერ გაგება.

 

როდესაც ადამიანები იმყოფებიან მაღალი ხმაურის ზემოქმედების ქვეშ სმენის აპარატი ზიანდება. სმენის ორგანოს მექანიზმი გადასცემს ბგერებს გარე ყურთან შუა ყურის გავლით შიდა ყურს.მაღალი ხმაურის ზემოქმედება იწვევს სწორედ აღნიშნული სენსორების დაზიანებას, რაც შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი. შენი სამუშაო ადგილის მოწყობისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას, რომ მასში განლაგებული მოწყობილობების მიერ გამოცემული ხმაურის დონე 60 დეციბელს არ  აღემატებოდეს, რათა ხმაურმა არ გამოიწვიოს ყურადღების გაფანტვა და საუბრისთვის ხელის შეშლა. ვინაიდან არის ხმაურის დონეები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის სმენის ორგანოების დაზიანება თუ მისი ზემოქმედება გრძელდება გარკვეული  პერიოდის მანძილზე, დაიცავი ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც დამსაქმებელმა გაატარა, გამოიყენე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - ხმაურმხშობი.

აუცილებელია გახსოვდეს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არის გადამეტებული ხმაურის პრევენციის ბოლო დონე. კომპანია რისკების შეფასების საფუძველზე ახდენს სამუშაო ადგილზე ხმაურის პარამეტრის გაზომვას, აფასებს და საჭიროების შემთხვევაში ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს:

  • ხმაურის წყაროს აღმოფხვრა;
  • ხმაურის წყაროს ჩანაცვლება ნაკლები ხმაურის მქონე წყაროთი;
  • სამუშაო მეთოდის შეცვლა;
  • ხმაურის წყაროს -დანადგარებისა და იარაღების დროული რემონტი;
  • იზოლირება (ხმაურის დონის შემცირება წარმოქმნის წყაროდან სამუშაო ადგილამდე გავრცელების გზაზე)
  • ზემოქმედების დროის შემცირება შესვენებების ან როტაციის გზით;
  • ინდივიდუალური დაცვის საშულებები (ხმაურმხშობი)

4.ვიბრაცია

ვიბრაცია მისი ადამიანზე ზემოქმედების მიხედვით იყოფა ორ კატეგორიად:

  • ლოკალური ვიბრაცია - გადაეცემა ადამიანს ხელებიდან;
  • საერთო ვიბრაცია - გადაეცემა ადამიანის სხეულს საყრდენი ზედაპირიდან.

 

ლოკალურ ვიბრაციას შეუძლია გამოიწვიოს ვიბრაციის ეფექტი, რომელიც გამოიხატება:

  • ხელის თითებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად მათ გათეთრებაში, რასაც შესაძლოა მოჰყვეს განგრენა.
  • ნერვების დაზიანებაში, რომელსაც ახლავს შეგრძნებების დაკარგვა ხელებში;
  • კუნთების სისუსტე;
  • სახსრების დაზიანებაში, რასაც შესაძლოა მოჰყვეს სახსრების ადგილებში ძვლების არანორმალური ზრდა.

 

ვიბრაციის კონტროლის ძირითად ღონისძიებებს განეკუთვნება:

  • ვიბრაციის წყაროს აღმოფხვრა;
  • ვიბრაციის წყაროს ჩანაცვლება ნაკლები ვიბრაციის მქონე წყაროთი;
  • სამუშაო მეთოდის შეცვლა;
  • დანადგარებისა და იარაღების დროული რემონტი;
  • ვიბრაციის იზოლაცია ენერგიის მშთანთქმელი ანტივიბრაციული მოწყობილობების გამოყენებით; (მაიზოლირებელი შეფუთვა, მაიზოლირებელი ხალიჩა)
  • ზემოქმედების დროის შემცირება შესვენებების ან როტაციის გზით;
  • ინდივიდუალური დაცვის საშულებები (მაიზოლირებელი ხელთათმანი)

5. მტვერი

შენს სამუშაო ადგილას შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ტიპის მტვერი (სარემონტო სამუშაოების დროს წარმოქმნილი მტვერი, საოფისე ტექნიკიდან (პრინტერი) წარმოქმნილი მტვერი, დალაგება-დასუფთავების დროს წარმოქმნილი მტვერი, ძველი ავეჯის მტვერი, არქივში მუშაობისას წარმოქმნილი ქაღალდის მტვერი, სავენტილაციო სისტემის ფილტრებიდან წარმოქმნილი მტვერი), რომელიც მავნე ზემოქმედებას ახდენს დასაქმებულის ჯანმრთელობაზე.\

მტვრის ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ეფექტები:

  • ფილტვის დაავადებები;
  • სასუნთქი გზების დაზიანება;
  • მხედველობითი ორგანოების დაზიანება.

 

შენს სამუშაო სივრცეში კონტროლის ძირითად ღონისძიებებს განეკუთვნება:

  • სამუშაო სივრცის ხშირი ბუნებრივი განიავება;
  • ეფექტური სავენტილაციო სისტემა;
  • სავენტილაციო სისტემის ფილტრების გამოცვლა/წმენდა/მონიტორინგი;
  • დალაგება-დასუფთავების სამუშაოების განხორციელდება არასამუშაო საათებში;
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება სველი წესით.
  • არქივში მუშაობისას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება (სპეციალური რესპირატორები).

 

არაგეგმური სარემონტო სამუშაოების დროს შენი სამუშაო ადგილი უნდა იყოს იზოლირებული პირველადი მტვრის წარმოქმნის ადგილიდან და მეორადი მტვრისგან უნდა ხდებოდეს სამუშაო სივრცის დალაგება-დასუფთავება არასამუშაო საათებში.

აღნიშნული სერვისის მისაღებად დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ 📞 551 98 81 80 ✉️ [email protected].

 

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.