პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგ პროგრამა

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგ პროგრამა

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგ პროგრამა

  • 2022-08-26 13:52

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს ჩაუტაროს პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი. შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია COS - Concept Of Safety გთავაზობთ პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგ პროგრამას თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის.

ტრენინგის ფორმატი

ტრენინგი მიზნად ისახავს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე ანუ სანამ დაზარალებულს კვალიფიციური მედპერსონალი არ აღმოუჩენს დახმარებას, ხოლო ესეთი სახით დაზარალებული ყველა პირობებში შეიძლება შეგხვდეს: ოჯახში, ქუჩაში, სამსახურში და თავშეყრის ადგილებში, დროულად დაწყებული პირველადი დახმარება ზრდის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

პირველადი დახმარების სპეციალური ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ მასალას წამყვანი ინსტრუქტორებისგან, ასევე ინტენსიურ პრაქტიკულ მეცადინეობებს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობით. ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ჩვენს სასწავლო ბაზაზე, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე.

 

ტრენინგის შემდეგ თქვენი თანამშრომლები შეძლებენ:

  • პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩატარებას;
  • სასუსუნთქ გზებში უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში პირველადი დახმარებას;
  •  სისხლდენების შეფასებას და მართვას;
  • სიცოცხილასთვის საშიში სისხლდენის დროს ტურნიკეტის (იმპროვიზებული ლახტის) გამოყენებს;
  • ტრავმების დროს კიდურის მობილიზაციას და იმპროვიზებულ არტაშანის გაკეთებას;
  • გარემოს მავნე ფაქტორების დროს (მზის დაკვრა, მოყინვა, ელექტრო ტრავმა, გველის ნაკბენი) პირველადი სამედიცინო დახმარებას.

 

დრო : 6 (ექვსი) საათი.

აქტივობის მიზანი:

  • მოდული განკუთვნილია საშუალო და დაბალი რგოლის პერსონალისთვის;
  • კურსი მიმოიხილავს საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ ძირითად სამედიცინო ასპექტებს;
  • ინციდენტის და უბედური შემთხვევების დროს დასაქმებულთა როლებს და მოვალეობებს;

ჯგუფის ზომა: 15-20 მონაწილე

აღნიშნული ტრენინგ პროგრამის დეტალური შეთავაზების მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 599 548 818 ან მოგვწეროთ [email protected]  ზე.

We use cookies

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookie-ის გამოყენების უფლებას. COS - Concept Of Safety პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.