შრომის უსაფრთხოების საბაზისო კურსი
ტრენინგის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების გაცნობა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას. ტრენინგი ეკუთნის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანიას COS - Concept Of Safety.