შრომის უსაფრთხოება სამშენებლო კომპანიებისთვის
- 2026-02-10 23:24
რას ითხოვს კანონი და როგორ დაიცვათ ბიზნესი ჯარიმებისა და რისკებისგან
სამშენებლო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მქონე სფეროა. მძიმე ტექნიკა, სიმაღლეზე მუშაობა, დროებითი კონსტრუქციები და ადამიანური ფაქტორი ქმნის გარემოს, სადაც შრომის უსაფრთხოების უგულებელყოფა აღარ არის მხოლოდ შიდა პრობლემა ის პირდაპირ აისახება ფინანსურ შედეგებზე, სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კომპანიის რეპუტაციაზე.
რატომ არის შრომის უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამშენებლო სექტორისთვის?
სტატისტიკურად, სამშენებლო ობიექტებზე ყველაზე ხშირად ფიქსირდება:
- სიმაღლიდან ჩამოვარდნა
- დაუცველი ან არასწორად გამოყენებული ტექნიკა
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არ ქონა
- არასათანადო ინსტრუქტაჟი და ზედამხედველობის ნაკლებობა
ერთი ინციდენტიც კი შეიძლება ნიშნავდეს სამუშაოების შეჩერებას, ფინანსურ ზარალს, ინსპექციის სანქციებს და კომპანიის სანდოობის დაზიანებას.
სავალდებულოა თუ არა შრომის უსაფრთხოება სამშენებლო კომპანიებისთვის?
დიახ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სამშენებლო კომპანიები მიეკუთვნებიან მაღალი რისკის კატეგორიას, რაც ნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ობიექტის ზომის ან პროექტის ხანგრძლივობის მიუხედავად.
რას ამოწმებს შრომის ინსპექცია სამშენებლო ობიექტებზე?
შრომის ინსპექციის ყურადღების ცენტრშია:
- პროფესიონალურად შესრულებული რისკების შეფასება
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არსებობა და გამოყენება
- თანამშრომლების ინსტრუქტაჟი და გადამზადება
გავრცელებული შეცდომაა რომ „პატარა ობიექტი ყურადღებას არ მიიქცევს“ რეალობაში ინსპექციები ხშირად ტარდება შეტყობინების გარეშე.
შიდა სპეციალისტი თუ აუთსორს შრომის უსაფრთხოება?
სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი ირჩევს აუთსორს მოდელს, რადგან ის:
- ხარჯეფექტურია
- მოქნილია ობიექტების რაოდენობის მიხედვით
- უზრუნველყოფს გამოცდილ და სერტიფიცირებულ სპეციალისტებთან მუშაობას
როგორ დაიცვათ კომპანია რისკებისა და ჯარიმებისგან?
- რეალური და ობიექტზე მორგებული რისკების შეფასება;
- დოკუმენტაციის მოწესრიგება კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა;
- რეგულარული ტრენინგები;
- პროფესიონალ გუნდთან პარტნიორობა.
კონსულტაცია კოსთან
გსურთ გაიგოთ, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი სამშენებლო ობიექტი შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს? მოითხოვეთ შეფასება და მიიღეთ პრაქტიკული, რეალურ სამუშაოზე მორგებული რეკომენდაციები.