სიცხე სამუშაო ადგილზე დისკომფორტი თუ შრომის უსაფრთხოების რეალური რისკი?
  • 2026-08-11 18:08

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა ხშირად აღიქმება როგორც სეზონური დისკომფორტი, თუმცა სამუშაო გარემოში სიცხე შეიძლება იქცეს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მნიშვნელოვან რისკად.

EU-OSHA-ს მიერ 2026 წლის ივლისში გამოქვეყნებული მასალის მთავარი გზავნილი სწორედ ესაა: სამუშაო ადგილზე სიცხის ზემოქმედება უნდა შეფასდეს და იმართოს ისევე, როგორც სხვა პროფესიული რისკები.

რისკი განსაკუთრებით მაღალია მათთვის, ვინც მუშაობს ღია სივრცეში, ფიზიკურად დატვირთულ სამუშაოზე ან ისეთ შიდა გარემოში, სადაც მაღალი ტემპერატურა და არასაკმარისი ვენტილაციაა.

თუმცა პრობლემა მხოლოდ სიცხით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობები არ არის. მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს:

დაღლილობის ზრდა;
კონცენტრაციის დაქვეითება;
რეაქციის შენელება;
გადაწყვეტილების მიღების უნარის გაუარესება;
შეცდომებისა და სამუშაო ინციდენტების რისკის ზრდა.

როგორ უნდა ვმართოთ სიცხესთან დაკავშირებული რისკები?

სიცხესთან დაკავშირებული რისკის ეფექტური მართვა შეიძლება მოიცავდეს:

01 სამუშაო გრაფიკისა და დატვირთვის ადაპტირებას;
02 რეგულარული შესვენებების დაგეგმვას;
03 სასმელ წყალზე მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
04 ჩრდილისა და ეფექტური ვენტილაციის უზრუნველყოფას;
05 შესაბამისი პერსონალური დაცვის საშუალებების (PPE) შერჩევას;
06 თანამშრომლების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას.

საჭიროა თუ არა რისკის შეფასების გადახედვა?

მნიშვნელოვანია ორგანიზაციამ ზაფხულის პერიოდში ხელახლა შეაფასოს სამუშაო გარემო და უპასუხოს ორ ძირითად კითხვას:

01
შეიცვალა თუ არა სამუშაო გარემო მაღალი ტემპერატურის გამო?
02
საკმარისია თუ არა არსებული კონტროლის ღონისძიებები თანამშრომლების დასაცავად?

კლიმატის ცვლილებასთან ერთად ექსტრემალური სიცხის პერიოდები სულ უფრო მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა სამუშაო ადგილებისთვის. შესაბამისად, Heat Stress Management აღარ არის მხოლოდ სეზონური კეთილდღეობის საკითხი — ის თანდათან ხდება თანამედროვე Occupational Safety & Health Management-ის მნიშვნელოვანი ნაწილი.

წყარო: სტატია მომზადებულია European Agency for Safety and Health at Work (EU-OSHA)-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე.