
სავალდებულო შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ციფრულად ჩატარება
როგორც მოგეხსენებათ შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს სამუშაოს დაწყებამდე უზრუნველყოს დასაქმებული შესაბამისი შრომის უსაფრთხების ტრენინგით/საჭირო სწავლებით და შემდგომ პერიოდულად განაახლოს ინფორმაცია სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების შესახებ. ამას გარდა, რითეილ სექტორი ხასიათდება კადრების მაღალი დენადობით, რაც ქსელური და დიდ კომპანიებისთვის ფიზიკურ სივრცეში ტრენინგის ჩატარებას ართულებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორებისთვის გაგვემარტივებინა მუშაობის პროცესი და შევქმენით ახალი სასწვლო პალტფორმა, რომლის საშუალებითაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ციფრულად გაიარონ შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა ტრენინგები, ამისათვის საჭიროა დამსაქმებელმა ჩვენ მიერ მიწოდებულ ფორმატში შეავსოს დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია, მონაცემების მიღების შემდეგ დასაქმებულისთვის პლატფორმაზე შეიქმნება ინდივიდუალური ტრენინგ სივრცე, რის შემდეგაც მონაწილეებს ავტომატურად ეგზავნებათ დეტალური ინფორმაცია პლათფორმის გამოყენების წესების შესახებ და მათ შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ტრენინგი კომპიუტერის ან სმარტფონის გამოყენებით.