
როგორ ამცირებს OSHAcademy-ს ტრენინგი ჩანგლიან დამტვირთველთან დაკავშირებულ ინციდენტებს.
- 2025-07-23 15:15
სატვირთო ამწეები აუცილებელი ტექნიკაა საწყობებში, სამშენებლო ობიექტებზე და საწარმოო სივრცეებში. თუმცა, თუკი ოპერატორები სათანადოდ არ არიან მომზადებულები, ეს ტექნიკა შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს როგორც დასაქმებულებისთვის, ისე სხვა თანამშრომლებისთვის.
ყოველწლიურად, სატვირთო ამწეებთან დაკავშირებული ინციდენტები იწვევს მძიმე დაზიანებებს და ფატალურ შემთხვევებსაც კი. ამის მთავარ მიზეზად სახელდება არასაკმარისი ტრენინგი და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა.
ყველაზე ხშირად გავრცელებული შემთხვევებია:
- ამოწევა და გადაბრუნება – არასწორი დატვირთვის ან არაპროფესიონალური მართვის გამო
- შეჯახებები – დაბალი ხილვადობისა და ყურადღების დეფიციტის შედეგად
- ქვეითად მოსიარულეებზე დაჯახება – უსაფრთხოების წესების დაუცველობის არ არსებობა/უგულებელყობა
- ტვირთის ვარდნა – გაუწონასწორებელი ან არასწორად განთავსებული ტვირთების შედეგად
OSHA პარტნიორ კომპანიებს ავალდებულებს რომ ყველა სატვირთო ამწის ოპერატორმა გაიაროს სერტიფიცირებული ტრენინგი, რაც უზრუნველყოფს:
- რისკების შემცირებას;
- უსაფრთხოების მიმართ ცნობიერების ამაღლებას;
- კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
კოსი, როგორც OSHAcademy-ის ავტორიზებული ტრენინგ პროვაიდერი საქართველოში, გთავაზობთ ჩანგლიანი დამტვირთველის სასერტიფიკატო ტრენინგის რომელიც მოიცავს:
ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვის ძირითად პრინციპებს;
დატვირთვის ბალანსსა და სტაბილურობის წესებს;
შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს სამუშაო ადგილზე;
ჩანგლიანი დამტვირთველის მართვის პრაქტიკულ უნარებს;
ავარიული სიტუაციების თავიდან აცილებას და მართვას.
შეგახსენებთ, რომ OSHAcademy 1999 წელს ამერიკაში დაფუძნდა და 120-ზე მეტ მაღალი ხარისხის კურსსა და საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს მომხმარებლებს. მისი ტრენინგები აღიარებულია საჯარო და კერძო სექტორის მიერ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სტატია მომზადებულია OSHAcademy-ის ოფიციალური მასალის საფუძველზე
ავტორი: აბი გაიგლი (Abbie Geigle), OSHAcademy