რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა, როცა ავტომობილს მართავენ თოვლიან ან ყინულიან გზის საფარზე:

რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა, როცა ავტომობილს მართავენ თოვლიან ან ყინულიან გზის საფარზე:

რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა, როცა ავტომობილს მართავენ თოვლიან ან ყინულიან გზის საფარზე:

  • 2023-01-22 15:49

 

  • დავუკლოთ სიჩქარეს;
  •  
  • გავზარდოთ დისტანცია წინ მიმავალ ავტომობილთან 2 წამიანი შუალედიდან 5 წამიან შუალედამდე. მარტივად რომ ავხსნათ, თუ ვმოძრაობთ 60კმ/სთ სიჩქარით და ზაფხულის პირობებში უსაფრთხო დისტანცია არის დაახლოებით სიჩქარის ნახევარი, ანუ 30 მეტრი, მოლიპულ საფარზე, უსაფრთხო დისტანცია, იქნება დაახლოებით 75 მეტრი;
  •  
  • მოვერიდოთ მკვეთრ მოძრაობას საჭესთან, მუხრუჭთან თუ ავტომობილის მართვის სხვა ნებისმიერ მოწყობილობასთან;
  •  
  • მუხრუჭის გამოყენებისას, ვეცადოთ არ დავამუხრუჭოთ მკვეთრად გარდაუვალი საჭიროების გარეშე და დამუხრუჭების პროცესი იმდენად გავწელოთ სწორხაზოვნად, რამდენის საშუალებასაც მოგვცემს გზის კონკრეტული მონაკვეთი;
  •  
  • ყოველთვის გქონდეთ მოლოდინი, რომ მოსახვევში დაგხვდებათ მოლიპული მონაკვეთი, განსაკუთრებით მაშინ თუ მოსახვევში ჩრდილია;
  •  
  • გვახსოვდეს,რომ დაღმართზე ჩასვლა გაცილებით რთულია ვიდრე აღმართზე ასვლა;
  •  
  • გზის თოვლიანი და მოლიპული მონაკვეთების(განსაკუთრებით აღმართი და აღმართი) გავლისას ყოველთვის დაელოდეთ თქვენს წინ მიმავალი ავტომობილის მანევრის დასრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელეთ თქვენი მანევრი.
  •  
გახსოვდეთ მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში ზამთრის საბურავების გამოყენება, ვინაიდან მხოლოდ საბურავებია რითაც გზის საფარს ვეხებით და შესაბამისად ავტომობილს ვაჩერებთ, ვაჩქარებთ ან ვაკეთებთ საჭირო მანევრს.

 

We use cookies