შრომითი უფლებების დაცვა
შრომითი ურთიერთობების მოუწესრიგებლობა იწვევს როგორც დასაქმებულის უფლებების დარღვევას, ისე კომპანიისთვის სამართლებრივ რისკებს. კოსის გუნდი გეხმარებათ შექმნათ დაცული სამუშაო გარემო და აიცილოთ სამართლებრივი დავები.
როგორ გეხმარებით:
ჩავატარებთ შრომის უფლებრივი მდგომარეობის აუდიტს
- შევამოწმებთ შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესისა და სამუშაო პრაქტიკის შესაბამისობას “შრომის კოდექსთან"და შრომის ინსპექციის სტანდარტებთან;
- გამოვავლენთ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო საკითხებს და შევიმუშავებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს.
მოვაწესრიგებთ შრომით დოკუმენტაციას
- შევადგენთ ან განვაახლებთ შრომით ხელშეკრულებებს, მომსახურების ხელშეკრულებებს და შინაგანაწესს;
- მოვამზადებთ ყველა სავალდებულო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს შრომითი უფლებების დაცვას და მოწმდება შრომის ინსპექციის მიერ.
დავიცავთ კომპანიის ინტერესებს შრომის ინსპექციაში
- შემოწმების ფარგლებში უზრუნველვყოფთ კომპანიის სრულ წარმომადგენლობას შრომის ინსპექციაში;
- გეხმარებათ დარღვევების სწრაფ აღმოფხვრასა და ინსპექტორთან კომუნიკაციაში.
ჩავატარებთ ტრენინგებს HR და მენეჯმენტის გუნდისთვის
ტრენინგი მოიცავს:
- დასაქმებულის ძირითადი უფლებები და დამსაქმებლის ვალდებულებები;
- სამუშაო დრო, დასვენება და შვებულება - სავალდებულო ნორმები;
- შრომითი დავების პრევენცია;
- ინსპექციის დროს მოქმედების წესი.
უზრუნველვყოფთ მუდმივ სამართლებრივ მხარდაჭერას
- გამოვყოფთ კვალიფიციურ შრომის სამართლის სპეციალისტს მიმდინარე კონსულტაციისა და მხარდაჭერისთვის;
- უზრუნველყოფთ კომპანიის წარმოამდგენლობას სამართლებრივ დავებში