ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტების უსაფრთხოების სასერტიფიკატო ტრენინგი
ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტების გამოყენება ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია როგორც სამშენებლო, ისე საწარმოო და ტექნიკურ სფეროებში. ინსტრუმენტების არასწორმა შერჩევამ, გაუმართავმა ტექნიკურმა მდგომარეობამ, არასწორმა ექსპლუატაციამ და უსაფრთხოების მოთხოვნების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ტრავმები, ელექტროშოკი, დამწვრობა და სხვა სერიოზული უბედური შემთხვევები. შესაბამისად, თანამშრომლების სათანადო მომზადება აუცილებელია უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად და პროფესიული რისკების შესამცირებლად.
ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტების უსაფრთხოების ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტების უსაფრთხო გამოყენების, მოვლა-შენახვისა და რისკების მართვის თანამედროვე პრინციპების გაცნობას. პროგრამა ეფუძნება OSHA 29 CFR 1910 Subpart P – Hand and Portable Powered Tools and Other Hand-Held Equipment სტანდარტს და უზრუნველყოფს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.
პროგრამის კომპონენტები
1. ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტების უსაფრთხოების საფუძვლები
- ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტების უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
- ინსტრუმენტების სწორი შერჩევა და უსაფრთხო გამოყენება;
- ხელის ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ერგონომიული რისკები და მათი პრევენცია;
- ინსტრუმენტების არასწორი გამოყენებითა და არასათანადო მოვლით გამოწვეული საფრთხეები.
2. ხელის ინსტრუმენტების უსაფრთხო ექსპლუატაცია
- ერთსახელურიანი და ორსახელურიანი ინსტრუმენტების უსაფრთხო გამოყენება;
- ინსტრუმენტების შენახვის, მოვლისა და დროული ჩანაცვლების წესები;
- უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა ხელის ინსტრუმენტებთან მუშაობისას.
3. ელექტრო ინსტრუმენტების უსაფრთხოება
- მაღალი რისკის შემცველი ელექტრო ინსტრუმენტები და მათთან დაკავშირებული საფრთხეები;
- დამცავი მექანიზმებისა და დამცავი საფარების (Guards) გამოყენება;
- ელექტრო ინსტრუმენტების მართვის ელემენტები და უსაფრთხოების მოთხოვნები;
- გამაგრძელებელი კაბელების უსაფრთხო გამოყენება;
- დამიწების (Grounding), ორმაგი იზოლაციის (Double Insulation) და GFCI მოწყობილობების დანიშნულება და გამოყენება.
4. უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) სწორი შერჩევა და გამოყენება;
- ელექტრო ინსტრუმენტების უსაფრთხო ექსპლუატაციის საუკეთესო პრაქტიკა;
- სამუშაო ადგილზე ტრავმების, ელექტროშოკისა და სხვა საფრთხეების პრევენციის ღონისძიებები.
ვისთვის არის ტრენინგი?
✅ საწარმოო და სამშენებლო სექტორში დასაქმებული თანამშრომლებისთვის;
✅ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის პერსონალისთვის;
✅ საწყობისა და ლოჯისტიკის თანამშრომლებისთვის;
✅ ინჟინრებისა და ტექნიკური სპეციალისტებისთვის;
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისა და მენეჯერებისთვის;
✅ ყველა იმ პირისთვის, ვინც საქმიანობისას იყენებს ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტებს.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.