ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟი, ექსპლუატაცია და ინსპექტირება

ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟი, ექსპლუატაცია და ინსპექტირება

ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟი, ექსპლუატაცია და ინსპექტირება

ხარაჩოები სამშენებლო სექტორში ფართოდ გამოიყენება სიმაღლეზე სამუშაოების უსაფრთხოდ და ეფექტიანად შესასრულებლად. თუმცა, ხარაჩოების არასწორმა მონტაჟმა, არასათანადო ექსპლუატაციამ, ტექნიკური მდგომარეობის გაუმართაობამ ან დროულად ჩაუტარებელმა ინსპექტირებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი ჩამოშლა, სიმაღლიდან ვარდნა, მძიმე დაზიანებები და ფატალური შემთხვევები.

ტრენინგი მოიცავს ხარაჩოების უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს, მათ კონსტრუქციულ კომპონენტებს, მონტაჟის, გამოყენებისა და დემონტაჟის ძირითად პრინციპებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საყრდენი და დაკიდული ხარაჩოების სხვადასხვა ტიპის უსაფრთხო მონტაჟს, სწორ ექსპლუატაციასა და ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ხარაჩოების სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების კრიტერიუმებსა და პროცედურებს, გაეცნობიან პოტენციური დეფექტებისა და სახიფათო მდგომარეობების გამოვლენის მეთოდებს და შეიძენენ ხარაჩოების უსაფრთხო გამოყენებისთვის აუცილებელ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.


პროგრამის კომპონენტები

1. ხარაჩოების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები და მონტაჟის პრინციპები

  • ხარაჩოების დანიშნულება, ძირითადი კომპონენტები და კონსტრუქციული თავისებურებები;
  • ხარაჩოების უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები;
  • მონტაჟისთვის მოსამზადებელი სამუშაოები;
  • საყრდენი ზედაპირების შეფასება და კონსტრუქციის მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • ხარაჩოების დამაგრებისა და უსაფრთხო აწყობის მოთხოვნები;
  • ხარაჩოების მონტაჟისას გასათვალისწინებელი ძირითადი რისკები.

 

2. საყრდენი ხარაჩოების ტიპები, უსაფრთხო მონტაჟი და ინსპექტირება

  • ასაწყობი ჩარჩოიანი საყრდენი ხარაჩოები - კონსტრუქცია, უსაფრთხო მონტაჟის მოთხოვნები და ინსპექტირების კრიტერიუმები;
  • მილებისა და შემაერთებლების სისტემით აწყობილი ხარაჩოები - კონსტრუქციული თავისებურებები, უსაფრთხო აწყობის პრინციპები და კომპონენტების შემოწმება;
  • მობილური და ბოძებზე მოწყობილი ხარაჩოები - გადაადგილებისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების მოთხოვნები;
  • აგურის წყობის სამუშაოებისთვის განკუთვნილი კვადრატული ხარაჩოები (Bricklayer's Square Scaffolds) - კონსტრუქციის მოწყობა, უსაფრთხო გამოყენება და ინსპექტირება;
  • სპეციალური დანიშნულების საყრდენი ხარაჩოები - კონსტრუქციების ტიპები, მონტაჟისა და ინსპექტირების მოთხოვნები;
  • საყრდენი ხარაჩოების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისა და ინსპექტირების პროცედურები.

 

3. დაკიდული ხარაჩოების ტიპები, უსაფრთხო ექსპლუატაცია და ინსპექტირება

  • დაკიდული ხარაჩოების ძირითადი კომპონენტები და კონსტრუქციული თავისებურებები;
  • სამაგრი და შემაკავებელი სისტემები;
  • დაკიდული ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟისა და ექსპლუატაციის მოთხოვნები;
  • დაკიდული ხარაჩოების ინსპექტირების ძირითადი კრიტერიუმები;
  • საკიდი ელემენტების, ბაგირების, პლატფორმებისა და სხვა კომპონენტების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
  • სპეციალური დანიშნულების დაკიდული ხარაჩოების კონსტრუქციული თავისებურებები;
  • სპეციალური დანიშნულების დაკიდული ხარაჩოების უსაფრთხოების მოთხოვნები და ინსპექტირების პროცედურები.

 

4. ხარაჩოების უსაფრთხო გამოყენება, ტექნიკური კონტროლი და დემონტაჟი

  • ხარაჩოების ექსპლუატაციისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების მოთხოვნები;
  • ხარაჩოების დატვირთვის კონტროლი და დასაშვები დატვირთვის მნიშვნელობა;
  • პოტენციური დეფექტებისა და სახიფათო მდგომარეობების გამოვლენა;
  • ხარაჩოების ტექნიკური მდგომარეობის პერიოდული შემოწმება;
  • ინსპექტირების შედეგების შეფასება და უსაფრთხო გამოყენებისთვის მზადყოფნის განსაზღვრა;
  • ხარაჩოების უსაფრთხო დემონტაჟის ძირითადი პრინციპები;
  • ხარაჩოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების ფუნქციები და მოვალეობები.

ვისთვის არის ტრენინგი?

ტრენინგი განკუთვნილია სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირებისა და იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა სამუშაო საქმიანობა დაკავშირებულია ხარაჩოების მონტაჟთან, ინსპექტირებასთან, ექსპლუატაციასა და უსაფრთხოების კონტროლთან.

მათ შორის:

✅ სამშენებლო სექტორში დასაქმებული მუშაკებისა და ტექნიკური პერსონალისთვის;

✅ ხარაჩოების მონტაჟსა და დემონტაჟში ჩართული თანამშრომლებისთვის;

✅ ხარაჩოების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ ხარაჩოების მონტაჟის ზედამხედველებისა და ხელმძღვანელებისთვის;

✅ სამშენებლო ობიექტების მენეჯერებისა და სამუშაოთა მწარმოებლებისთვის;

✅ სიმაღლეზე მომუშავე თანამშრომლებისთვის;

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისა და მენეჯერებისთვის;

✅ კომპეტენტური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ხარაჩოების ტექნიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების კონტროლზე;

✅ იმ პირებისთვის, რომელთა სამუშაო საქმიანობა დაკავშირებულია ხარაჩოების გამოყენებასთან.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი

📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი

📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.