ხარაჩოების უსაფრთხო გამოყენება და მოწყობა

ხარაჩოების უსაფრთხო გამოყენება და მოწყობა

ხარაჩოების უსაფრთხო გამოყენება და მოწყობა

ხარაჩოებზე მუშაობა დაკავშირებულია დაცემის, ჩამოვარდნილი ობიექტების, კონსტრუქციის არასტაბილურობისა და სხვა სერიოზული პროფესიული საფრთხეების რისკებთან. ხარაჩოების სწორად მოწყობა, ინსპექტირება, ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულებისთვის.

„ხარაჩოების უსაფრთხო გამოყენება და მოწყობა“ ინტენსიური ტრენინგი მონაწილეებს გააცნობს ხარაჩოების ძირითად ტიპებსა და კომპონენტებს, OSHA 1926.451–454-ის შესაბამის მოთხოვნებს, ხარაჩოების მოწყობისა და გამოყენების წესებს, დაცემისა და ჩამოვარდნილი ობიექტებისგან დაცვის საშუალებებს. პროგრამა ასევე მოიცავს კომპეტენტური და კვალიფიციური პირების პასუხისმგებლობებს, ხარაჩოების ინსპექტირებასა და უსაფრთხოების კონტროლის ძირითად პრინციპებს.


პროგრამის კომპონენტები

1. ხარაჩოების საფუძვლები და უსაფრთხოების მოთხოვნები
• ხარაჩოების ძირითადი ტიპები და მათი დანიშნულება;
• ხარაჩოებთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები და ცნებები;
• OSHA 1926.451–454-ის შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნები;
• ხარაჩოების მოწყობისა და გამოყენების ზოგადი მოთხოვნები;
• ხარაჩოების ძირითადი კომპონენტები და მათი ფუნქციები.

2. პასუხისმგებლობები და უსაფრთხოების კონტროლი
• ხარაჩოებზე მომუშავე პირების კატეგორიები და პასუხისმგებლობები;
• კომპეტენტური და კვალიფიციური პირების პასუხისმგებლობები;
• ხარაჩოების ინსპექტირება და ტექნიკური კონტროლი;
• უსაფრთხო გამოყენების მოთხოვნები;
• ხარაჩოებზე უსაფრთხოების ტრენინგისა და განმეორებითი სწავლების მოთხოვნები.

3. საყრდენი ხარაჩოები (Supported Scaffolds)
• საყრდენი ხარაჩოების ტიპები და მათი გამოყენება;
• მოწყობისა და გამოყენების ძირითადი მოთხოვნები;
• ხარაჩოებზე დაცემისგან დაცვის მოთხოვნები;
• ჩამოვარდნილი ობიექტებისგან დაცვის საშუალებები;
• ხარაჩოებთან დაკავშირებული ძირითადი რისკების პრევენცია.

4. დაკიდებული ხარაჩოები (Suspended Scaffolds)
• დაკიდებული ხარაჩოების, ლიფტებისა და ამწევი მოწყობილობების ტიპები;
• დაკიდებული ხარაჩოების უსაფრთხო გამოყენების მოთხოვნები;
• დაცემისგან დაცვის საშუალებები და მოთხოვნები;
• უსაფრთხოების კონტროლი და რისკების შემცირების ღონისძიებები.


ვისთვის არის ტრენინგი?

✅ სამშენებლო სფეროში დასაქმებული პირებისთვის;

✅ ხარაჩოებზე მომუშავე თანამშრომლებისთვის;

✅ ხარაჩოების მონტაჟზე, დემონტაჟსა და გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ კომპეტენტური და კვალიფიციური პირებისთვის;

✅ სამშენებლო ობიექტების მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის;

✅ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ ყველა იმ თანამშრომლისთვის, ვისაც სამუშაოს შესრულება ხარაჩოებზე ან მათ მიმდებარედ უწევს.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი

📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი

📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.