შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საფუძვლები
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი პრინციპების ცოდნა აუცილებელია სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისა და პროფესიული რისკების შემცირებისთვის. ტრენინგი მონაწილეებს გააცნობს OSHA-ს როლსა და ძირითად მოთხოვნებს, დასაქმებულთა უფლებებს, სამუშაო ადგილზე გავრცელებულ საფრთხეებს, რისკების კონტროლის მეთოდებსა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ძირითად პრინციპებს.
„OSHA-ს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საფუძვლები“ ინტენსიური ტრენინგი მონაწილეებს მისცემს პრაქტიკულ ცოდნას საფრთხეების კონტროლის იერარქიის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE), ევაკუაციისა და ხანძრის პრევენციის შესახებ. პროგრამა ეფუძნება OSHA-ს შესაბამის მოთხოვნებსა და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკას.
პროგრამის კომპონენტები
1. OSHA-ს საფუძვლები და დასაქმებულთა უფლებები
• OSHA-ს როლი და მისია;
• დასაქმებულთა ძირითადი უფლებები;
• სამუშაო ადგილზე არსებული ძირითადი საფრთხეების იდენტიფიცირება.
2. სამუშაო ადგილის ძირითადი საფრთხეები და რისკების კონტროლი
• დაცემასთან, ერგონომიკასთან და ელექტროენერგიასთან დაკავშირებული საფრთხეები;
• საფრთხეების კონტროლის იერარქია (Hierarchy of Controls);
• რისკების შემცირების ძირითადი პრინციპები.
3. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (PPE)
• PPE-ის ტიპები და მათი სწორად გამოყენება;
• PPE-ს გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლებისა და ტრენინგის მოთხოვნები;
• PPE-ის შერჩევის, გამოყენებისა და მოვლის ძირითადი პრინციპები.
4. საგანგებო სიტუაციები და ხანძრის უსაფრთხოება
• საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა (EAP);
• ევაკუაციის ძირითადი პროცედურები და მოთხოვნები;
• ხანძრის პრევენციის გეგმა (FPP);
• ხანძრის გამომწვევი სამუშაო ადგილის საფრთხეები;
• ხანძრის პრევენციის ტრენინგის ძირითადი მოთხოვნები;
• პორტატული და ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და მათი დანიშნულება.
ვისთვის არის ტრენინგი?
✅ ახალდასაქმებული და მოქმედი თანამშრომლებისთვის;
✅ მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის;
✅ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;
✅ საწარმოო და საოპერაციო პერსონალისთვის;
✅ ყველა იმ თანამშრომლისთვის, ვისაც სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების ცოდნა სჭირდება.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.