შესავალი უსაფრთხოების მართვაში

შესავალი უსაფრთხოების მართვაში

შესავალი უსაფრთხოების მართვაში

ტრენინგი „შესავალი უსაფრთხოების მართვაში“ მონაწილეებს აცნობს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების მართვის სისტემის ძირითად პრინციპებსა და პრაქტიკულ მიდგომებს. კურსი ეფუძნება პროაქტიულ უსაფრთხოების მართვას და მოიცავს ეფექტური უსაფრთხოების პროგრამების, პოლიტიკების, გეგმების, პროცესებისა და პროცედურების შემუშავების ძირითად პრინციპებს.

ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მენეჯმენტის ლიდერობასა და უსაფრთხოებისადმი ერთგულებას, პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სისტემას, თანამშრომელთა ჩართულობას, ეფექტურ პროფესიულ კომუნიკაციას, საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, კონტროლის იერარქიას, ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების მოკვლევას, უსაფრთხოების ტრენინგის დაგეგმვასა და ორგანიზებას. კურსი ასევე მოიცავს W. Edwards Deming-ის 14 პრინციპს (14 Points) და მათ გამოყენებას უსაფრთხოების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში.


პროგრამის კომპონენტები

1. უსაფრთხოების მართვის საფუძვლები, ლიდერობა და ანგარიშვალდებულება

  • უსაფრთხოების მართვის სისტემის ძირითადი პრინციპები;
  • მენეჯმენტის ვალდებულება და ლიდერობა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
  • უსაფრთხოებისადმი მენეჯმენტის ერთგულების გამოხატვის პრაქტიკული მაგალითები;
  • პასუხისმგებლობა (Accountability) და ანგარიშვალდებულების სისტემა;
  • ეფექტური პასუხისმგებლობის სისტემის ძირითადი კომპონენტები;
  • პროაქტიული უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბება.

 

2. თანამშრომელთა ჩართულობა, კომუნიკაცია და საფრთხეების მართვა

  • თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდის სტრატეგიები;
  • უსაფრთხოების კულტურაში თანამშრომელთა მონაწილეობის მნიშვნელობა;
  • ეფექტური პროფესიული კომუნიკაციის მეთოდები;
  • ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება;
  • სამუშაო ადგილზე საფრთხეების იდენტიფიცირება;
  • საფრთხეების ანალიზისა და შეფასების მეთოდები;
  • საფრთხეების კონტროლის იერარქია (Hierarchy of Controls);
  • კონტროლის იერარქიის გამოყენება რისკების შესამცირებლად.

 

3. ინციდენტების მოკვლევა და უსაფრთხოების ტრენინგის ორგანიზება

  • უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ძირითადი პრინციპები;
  • ეფექტური მოკვლევის ეტაპები;
  • ინციდენტების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება;
  • მიღებული შედეგების გამოყენება განმეორებითი შემთხვევების პრევენციისთვის;
  • უსაფრთხოების ტრენინგის ძირითადი მოთხოვნები;
  • თანამშრომელთა საჭიროებების მიხედვით უსაფრთხოების ტრენინგის დაგეგმვა და ორგანიზება.

 

4. უსაფრთხოების მართვის სისტემის განვითარება და უწყვეტი გაუმჯობესება

  • W. Edwards Deming-ის 14 პრინციპი (14 Points) და მათი გამოყენება უსაფრთხოების მართვაში;
  • უსაფრთხოების პროგრამების შემუშავების საფუძვლები;
  • უსაფრთხოების პოლიტიკებისა და გეგმების შემუშავების ძირითადი პრინციპები;
  • უსაფრთხოების პროცესებისა და პროცედურების შემუშავება;
  • პროაქტიული მიდგომების გამოყენება უსაფრთხოების მართვის გასაუმჯობესებლად;
  • უსაფრთხოების მართვის სისტემის უწყვეტი გაუმჯობესების პრინციპები.

ვისთვის არის ტრენინგი ?

ტრენინგი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების მართვის, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, მათ შორის:

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;

✅ HSE/EHS პროფესიონალებისთვის;

✅ უსაფრთხოების მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის;

✅ დეპარტამენტებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის;

✅ ზედამხედველებისა და მენეჯერებისთვის;

✅ HR და საოპერაციო მიმართულების წარმომადგენლებისთვის;

✅ უსაფრთხოების პროგრამებისა და პროცედურების შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა უსაფრთხოების მართვის საფუძვლებში.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.