შედუღების სამუშაოების უსაფრთხოება

შედუღების სამუშაოების უსაფრთხოება

შედუღების სამუშაოების უსაფრთხოება

„შედუღების სამუშაოების უსაფრთხოება (Welding Safety)” წარმოადგენს პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც მონაწილეებს აცნობს შედუღების, ჭრისა და ბრაზინგის (Brazing) სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს. კურსი ეფუძნება OSHA 1910 Subpart Q – Welding, Cutting and Brazing სტანდარტს და მოიცავს შედუღების პროცესში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებასა და ეფექტური კონტროლის ღონისძიებებს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შედუღების სხვადასხვა ტექნოლოგიას, ცხელი სამუშაოების (Hot Work) უსაფრთხოების მოთხოვნებს, ხანძრის პრევენციის ღონისძიებებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) სწორ შერჩევასა და გამოყენებას, რაც ხელს უწყობს ტრავმების, დამწვრობებისა და სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების პრევენციას.


ვისთვის არის განკუთვნილი

✅ შემდუღებლებისთვის
✅ ტექნიკური და საწარმოო პერსონალისთვის
✅ ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო პერსონალისთვის
✅ ხელმძღვანელი პირებისა და ზედამხედველებისთვის
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის
✅ კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლებისთვის
✅ ყველა იმ პირისთვის, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია შედუღების, ჭრისა და ცხელი სამუშაოების შესრულებასთან


ტრენინგის თემები

  • შედუღების პროცესის საფუძვლები და ლითონების შეერთების პრინციპები;
  • შედუღების ძირითადი დეფექტები და მათი გამომწვევი მიზეზები;
  • აირადი და ელექტრორკალური შედუღების მეთოდები;
  • შედუღების აღჭურვილობა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები;
  • ხანძრის პრევენცია და Fire Watch-ის მოთხოვნები;
  • ცხელი სამუშაოების (Hot Work) უსაფრთხოების მოთხოვნები;
  • ჭრის, ბრაზინგისა და რბილი შედუღების (Soldering) უსაფრთხო პრაქტიკა;
  • შედუღების შედეგად გამოწვეული დამწვრობების ძირითადი ტიპები;
  • თვალის, სახის, სხეულის, ხელებისა და ფეხების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (PPE);
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა სხვადასხვა ტიპისა და პოზიციის შედუღების სამუშაოებისთვის.

ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: თეორიული სწავლება, პრაქტიკული მაგალითები და ჯგუფური აქტივობები
📜 სერტიფიკატი: გაიცემა ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ.