უსაფრთხო მუშაობა გათხრით სამუშაოებზე

უსაფრთხო მუშაობა გათხრით სამუშაოებზე

უსაფრთხო მუშაობა გათხრით სამუშაოებზე

გათხრითი სამუშაოები სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას წარმოადგენს. ნიადაგის ჩამოშლა, არასაკმარისი დამცავი სისტემების გამოყენება და უსაფრთხოების მოთხოვნების უგულებელყოფა ხშირად მძიმე ტრავმებისა და ფატალური შემთხვევების მიზეზი ხდება. ამიტომ, ამ მიმართულებით თანამშრომლების სათანადო მომზადება გადამწყვეტია სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვისა და შესრულებისთვის.

გათხრითი სამუშაოების უსაფრთხოების ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის გათხრებსა და ტრანშეებში უსაფრთხო მუშაობის პრინციპების, არსებული საფრთხეების, ნიადაგის შეფასების მეთოდებისა და დამცავი სისტემების ეფექტიანი გამოყენების სწავლებას. პროგრამა დაფუძნებულია OSHA 1926 Subpart P – Excavations სტანდარტზე და უზრუნველყოფს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.


პროგრამის კომპონენტები

1. გათხრითი სამუშაოების საფრთხეები

  • გათხრისა და ტრანშეის განსხვავება;
  • გათხრითი სამუშაოების ძირითადი საფრთხეები;
  • ნიადაგის ჩამოშლის ძირითადი მიზეზები და მასთან დაკავშირებული რისკები.

 

2. ნიადაგის შეფასება და უსაფრთხოების მოთხოვნები

  • ნიადაგის ტიპები (Type A, B და C);
  • ნიადაგის შეფასების მეთოდები;
  • კომპეტენტური პირის (Competent Person) როლი და პასუხისმგებლობები.

 

3. დამცავი სისტემები და რისკების კონტროლი

  • დახრილობის (Sloping) სისტემა;
  • გამაგრების (Shoring) სისტემა;
  • დამცავი ფარების (Shielding) გამოყენება;
  • დამცავი სისტემების მონტაჟისა და დემონტაჟის ძირითადი მოთხოვნები.

 

4. უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა

  • გათხრაში უსაფრთხო შესვლისა და გამოსვლის მოთხოვნები;
  • დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებები გათხრითი სამუშაოების შესრულებისას;
  • პრაქტიკული მაგალითების განხილვა და საერთაშორისო მოთხოვნების გაცნობა.

ვისთვის არის განკუთვნილი

✅ სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების თანამშრომლებისთვის;

✅ გათხრით და მიწის სამუშაოებში ჩართული მუშაკებისთვის;

✅ სამუშაოს ზედამხედველებისა და მენეჯერებისთვის;

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისა და ინსპექტორებისთვის;

✅ ყველა იმ პირისთვის, ვინც მონაწილეობს გათხრითი სამუშაოების დაგეგმვასა და შესრულებაში.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი

📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი

📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.