სექსუალური შევიწროების პრევენცია ხელმძღვანელებისა და სუპერვაიზერებისთვის

სექსუალური შევიწროების პრევენცია ხელმძღვანელებისა და სუპერვაიზერებისთვის

სექსუალური შევიწროების პრევენცია ხელმძღვანელებისა და სუპერვაიზერებისთვის

სექსუალურმა შევიწროებამ სამუშაო ადგილზე შესაძლოა დააზიანოს თანამშრომელთა ნდობა და მორალური მდგომარეობა, შექმნას არასასურველი სამუშაო გარემო და ორგანიზაციასა და ინდივიდებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პროფესიული რისკები შეუქმნას. ხელმძღვანელებსა და სუპერვაიზერებს ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ - მათ უნდა შეძლონ არასათანადო ქცევის დროული ამოცნობა, შესაბამისი რეაგირება, ინფორმაციის სათანადო მართვა და ორგანიზაციის შიდა პოლიტიკებთან და მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

სექსუალური შევიწროების პრევენცია ხელმძღვანელებისა და სუპერვაიზერებისთვის ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის სექსუალური შევიწროების პრევენციის, იდენტიფიცირებისა და რეაგირების ძირითადი პრინციპების გაცნობას, ასევე მათი როლისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნის პროცესში.

პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ საკითხებს - თანამშრომლისგან საჩივრის ან პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიღებისას სწორ რეაგირებას, ინფორმაციის დოკუმენტირებასა და შესაბამისი პირებისთვის შეტყობინებას, ორგანიზაციის შიდა პროცედურების დაცვას, კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის სათანადო მართვას, შურისძიების პრევენციასა და დამკვირვებლის ჩარევას.

ტრენინგი ეფუძნება ინტერაქტიულ სწავლებას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და რეალურ სამუშაო სიტუაციებთან მიახლოებული შემთხვევების განხილვას, რაც მონაწილეებს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებისა და სათანადო რეაგირების პრაქტიკული უნარების განვითარებაში.


პროგრამის კომპონენტები

1. ხელმძღვანელის როლი და პასუხისმგებლობები

  • ხელმძღვანელის როლი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში;
  • სექსუალური შევიწროების პრევენციის მნიშვნელობა და ორგანიზაციული რისკები;
  • ხელმძღვანელის Duty to Act - ვალდებულება, დროულად და სათანადოდ იმოქმედოს;
  • თანამშრომლის საჩივრის, პრობლემის ან შევიწროების შესახებ ინფორმაციის მიღებისას სწორი რეაგირება.

 

2. სამართლებრივი მოთხოვნები და სექსუალური შევიწროების ფორმები

  • ფედერალური და შტატების კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები;
  • Title VII და მისი მნიშვნელობა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისა და შევიწროების პრევენციისთვის;
  • კანონით დაცული ჯგუფები (Protected Classes) და დისკრიმინაციის ძირითადი ფორმები;
  • სექსუალური შევიწროების ძირითადი ფორმები:
    • Quid Pro Quo;
    • Hostile Work Environment;
  • შეურაცხმყოფელი და არასათანადო ქცევა (Abusive Conduct) სამუშაო ადგილზე;
  • შევიწროების ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები და რისკის ინდიკატორები.

 

3. საჩივრების მართვა და ინფორმაციის სათანადო მართვა

  • შევიწროების შემთხვევების დოკუმენტირება და შესაბამისი პირებისთვის შეტყობინება;
  • ორგანიზაციის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა;
  • თანამშრომლის კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის სათანადო მართვის პრინციპები;
  • შურისძიება (Retaliation) - არსი, მაგალითები და პრევენციის გზები;
  • ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა შურისძიების პრევენციის მიმართულებით.

 

4. პრაქტიკული რეაგირება და პრევენცია

  • დამკვირვებლის ჩარევა (Bystander Intervention) და მისი გამოყენება ხელმძღვანელის როლში;
  • მესამე პირის მიერ შევიწროება (Third-Party Harassment) და შესაბამისი რეაგირება;
  • განსაკუთრებული და საგანგებო სიტუაციების მართვა;
  • პრაქტიკული შემთხვევების, სცენარებისა და გადაწყვეტილების მიღების მაგალითების განხილვა;
  • ანგარიშვალდებულების კულტურის გაძლიერება და ორგანიზაციული რისკების შემცირება.

ვისთვის არის ტრენინგი?

✅ მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის;

✅ სუპერვაიზერებისა და გუნდის ლიდერებისთვის;

✅ დეპარტამენტებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის;

✅ ადამიანური რესურსების მართვის (HR) პროფესიონალებისა და მენეჯერებისთვის;

✅ თანამშრომელთა მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ ორგანიზაციებში ეთიკის, შესაბამისობისა და სამუშაო გარემოს საკითხებზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ ყველა იმ პირისთვის, რომელსაც აქვს თანამშრომლების ზედამხედველობის, მართვის ან მათთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებზე გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი

📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი

📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.