სახიფათო ნარჩენებთან მუშაობა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება – ზოგადი ობიექტის თანამშრომლებისთვის
ტრენინგი „HAZWOPER ზოგადი ობიექტის თანამშრომლებისთვის“ წარმოადგენს 40-საათიან HAZWOPER სასერტიფიკატო პროგრამას, რომელიც ეფუძნება OSHA-ის სტანდარტით 29 CFR 1910.120 განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მისცეს ცოდნა და პრაქტიკული უნარები სახიფათო ნარჩენებთან, სახიფათო ქიმიურ ნივთიერებებთან და დაბინძურებულ ობიექტებზე უსაფრთხოდ მუშაობისთვის. პროგრამა მოიცავს სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, რისკების კონტროლს, პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებას, სამუშაო გარემოს მონიტორინგს, დეკონტამინაციას და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებას.
პროგრამა აერთიანებს 10 ძირითად თემატურ მიმართულებას, რომლებიც მოიცავს სახიფათო ნარჩენების მართვიდან და ქიმიური უსაფრთხოებიდან დაწყებული, შეზღუდულ სივრცეებში მუშაობის, სამშენებლო და საწარმოო საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებს.
პროგრამის კომპონენტები
1. HAZWOPER-ის საფუძვლები და უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პროგრამა
- HAZWOPER-ის ცნება, მიზნები და ძირითადი მოთხოვნები;
- სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხოების პრინციპები;
- დამსაქმებლისა და თანამშრომლების პასუხისმგებლობები;
- უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პროგრამის დაგეგმვა და ორგანიზება;
- თანამშრომელთა ტრენინგისა და სამედიცინო მეთვალყურეობის მოთხოვნები;
- საფრთხეების პრევენციისა და კონტროლის ძირითადი პრინციპები;
- HAZWOPER-ის მოთხოვნების პრაქტიკული გამოყენება სამუშაო ადგილზე.
2. საფრთხეების იდენტიფიცირება და ქიმიური უსაფრთხოება
- სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების ტიპები და მათი იდენტიფიცირება;
- საფრთხეების შეფასებისა და კონტროლის იერარქია;
- სახიფათო ნივთიერებებისა და ნარჩენების კლასიფიკაცია;
- ქიმიური ნივთიერებების ფიზიკური და ქიმიური თვისებები;
- ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება და ორგანიზმში მოხვედრის გზები;
- ქიმიური საფრთხეების შესახებ კომუნიკაცია;
- ქიმიური ნივთიერებების კლასიფიცირება და ეტიკეტირება;
- უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლის (SDS) გამოყენება;
- HCS და GHS-ის ძირითადი მოთხოვნები.
3. ობიექტის შეფასება და სამუშაო გარემოს მონიტორინგი
- Site Characterization-ის პროცესი;
- ობიექტის წინასწარი და პირველადი შეფასება;
- საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება;
- IDLH პირობების გამოვლენა და შეფასება;
- ჰაერის პირველადი და მიმდინარე მონიტორინგი;
- ჰაერის სინჯების აღების მეთოდები და მოწყობილობები;
- პროფესიული ექსპოზიციის ზღვრული მნიშვნელობები;
- აალებადობისა და აფეთქების რისკების შეფასება;
- მონიტორინგის შედეგების ინტერპრეტაცია და თანამშრომელთა ინფორმირება.
4. პირადი დაცვის საშუალებები (PPE)
- PPE-ის ძირითადი ტიპები და მათი დანიშნულება;
- შესაბამისი დაცვის დონის შერჩევა;
- ქიმიური დამცავი ტანსაცმლის (CPC) გამოყენება;
- PPE-ისა და CPC-ის შემოწმება, მოვლა და შენახვა;
- A, B, C და D დაცვის კომპლექტები;
- Permeation, Degradation და Penetration;
- PPE-ის უსაფრთხო გამოყენების პრაქტიკა;
- სითბური და სიცივის სტრესის პრევენცია.
5. ობიექტის კონტროლი და დეკონტამინაცია
- Site Control Program-ის ძირითადი პრინციპები;
- სამუშაო ზონების განსაზღვრა და ორგანიზება;
- ობიექტზე წვდომისა და უსაფრთხოების კონტროლი;
- უსაფრთხო კომუნიკაცია და სამუშაო წესები;
- Site Control Maps;
- დეკონტამინაციის გეგმის შემუშავება;
- ფიზიკური და ქიმიური დამაბინძურებლების შეფასება;
- პერსონალისა და აღჭურვილობის დეკონტამინაცია;
- დეკონტამინაციის პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების კონტროლი.
6. შეზღუდულ სივრცეებში მუშაობის უსაფრთხოება
- შეზღუდული სივრცის (Confined Space) ცნება და ტიპები;
- Permit-Required Confined Spaces;
- ატმოსფერული და არაატმოსფერული საფრთხეები;
- ჟანგბადის დეფიციტი და ტოქსიკური/აალებადი აირები;
- ატმოსფეროს ტესტირება და მონიტორინგი;
- უსაფრთხო შესვლისა და სამუშაო პროცედურები;
- ევაკუაცია და სამაშველო სამუშაოები;
- Entry Attendant-ისა და სამაშველო ჯგუფის ფუნქციები;
- შეზღუდულ სივრცეებში მუშაობისას კომუნიკაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნები.
7. სამშენებლო და საწარმოო სამუშაოების უსაფრთხოება
- ხარაჩოებზე, კიბეებსა და სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოება;
- ვარდნის, მოცურებისა და წაბორძიკების პრევენცია;
- ელექტრო უსაფრთხოება;
- Lockout/Tagout (LOTO);
- GFCI და ელექტრო დაცვის საშუალებები;
- ექსკავაციებისა და ტრანშეების უსაფრთხოება;
- ამწეები და ტვირთის ჩაბმის (Rigging) ოპერაციები;
- მექანიზებული სატვირთოებისა და მძიმე ტექნიკის უსაფრთხო გამოყენება;
- სამუშაო ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობის კონტროლი.
8. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და ინციდენტის მართვა
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძირითადი მოთხოვნები;
- HAZMAT-ის ძირითადი საქმიანობები და პასუხისმგებლობები;
- Incident Command System (ICS);
- ICS-ის ფარგლებში როლები და პასუხისმგებლობები;
- საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაცია და კოორდინაცია;
- სახიფათო მასალებთან დაკავშირებული ინციდენტების მართვა;
- დეკონტამინაციისა და უსაფრთხოების ღონისძიებები;
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერსონალის მომზადების დონეები.
9. სპეციალური ობიექტები და სახიფათო გარემო
- Brownfield-ის ტიპის ობიექტებზე უსაფრთხოების საკითხები;
- სპეციალურ ობიექტებზე საფრთხეების იდენტიფიცირება და კონტროლი;
- არალეგალური ნარკოლაბორატორიების (Clandestine Drug Labs) ტერიტორიებზე უსაფრთხოება;
- სახიფათო ნივთიერებებისა და დაბინძურებული გარემოს შეფასება;
- თანამშრომელთა დაცვის ღონისძიებები სპეციალურ ობიექტებზე;
- HAZWOPER-ის მოთხოვნების პრაქტიკული გამოყენება სხვადასხვა ტიპის ობიექტზე.
10. დამატებითი უსაფრთხოების საკითხები და საგანგებო სიტუაციების მართვა
- სისხლით გადამდები პათოგენები და სხვა პოტენციურად ინფექციური მასალები (OPIM);
- Exposure Control Plan-ის ძირითადი მოთხოვნები;
- Universal Precautions;
- ნარჩენების კასრებისა და კონტეინერების უსაფრთხო მართვა;
- ნარჩენების გადაადგილების, შენახვისა და განთავსების უსაფრთხოება;
- OSHA-ის ინსპექტირების პროცესი და თანამშრომელთა უფლებები;
- დამსაქმებლის პასუხისმგებლობები OSHA-ის ინსპექტირების დროს;
- DOT Emergency Response Guidebook (ERG);
- ERG-ის გამოყენება სახიფათო მასალებთან დაკავშირებული ინციდენტების დროს.
ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?
ტრენინგი განკუთვნილია იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან შესაძლოა იმუშაონ სახიფათო ნარჩენებთან, სახიფათო ნივთიერებებთან ან დაბინძურებულ ობიექტებზე, მათ შორის:
✅ სახიფათო ნარჩენების მართვისა და გაწმენდის პერსონალისთვის;
✅ სახიფათო ნარჩენებისა და TSD ობიექტების თანამშრომლებისთვის;
✅ გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;
✅ ტექნიკური და ოპერაციული პერსონალისთვის;
✅ ქიმიურ ნივთიერებებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის;
✅ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფების წევრებისთვის;
✅ შეზღუდულ სივრცეებში მომუშავე პერსონალისთვის;
✅ სამშენებლო და საწარმოო პერსონალისთვის;
✅ ზედამხედველებისა და მენეჯერებისთვის;
✅ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პროგრამის პასუხისმგებელი პირებისთვის.
⏱️ ხანგრძლივობა: 40 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.