საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირების სტანდარტი

საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირების სტანდარტი

საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირების სტანდარტი

აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეებს მისცეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ქიმიური საფრთხეების ამოცნობის, შეფასებისა და მართვის მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციას, მათი ზემოქმედების გზებს ადამიანის ორგანიზმზე, უსაფრთხო გამოყენების წესებს, ლეიბლებისა და პიქტოგრამების სწორად გაგებას, ასევე უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლების (SDS) ეფექტურად გამოყენებას.

ტრენინგი დაფუძნებულია Hazard Communication Standard (29 CFR 1910.1200)-ზე და მოიცავს HazCom-ის საუკეთესო პრაქტიკებს, რაც მონაწილეებს დაეხმარება სამუშაო ადგილზე ქიმიური საფრთხეების სწორ კომუნიკაციასა და რისკების შემცირებაში.


პროგრამის კომპონენტები

  1. ქიმიური საფრთხეების კომუნიკაციის საფუძვლები (HazCom, HCS, GHS)
    ქიმიური უსაფრთხოების სტანდარტების ზოგადი მიმოხილვა
  2. საშიში ნივთიერებების იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია
    ფიზიკური და ჯანმრთელობის საფრთხეების ტიპები
  3. ქიმიური ნივთიერებების ფორმები და მათი თავისებურებები
    მყარი, სითხე, გაზი, ორთქლი და აეროზოლი
  4. ქიმიური ზემოქმედების გზები ადამიანის ორგანიზმში
    ინჰალაცია, კანის კონტაქტი, გადაყლაპვა, ინიექცია
  5. ქიმიური კონტეინერები და მარკირების წესები
    ლეიბლები, პიქტოგრამები და უსაფრთხოების ნიშნები
  6. კონტროლის იერარქია (Hierarchy of Controls)
    საფრთხის შემცირების მეთოდები სამუშაო გარემოში
  7. GHS პიქტოგრამები და მათი მნიშვნელობა
    საფრთხის ვიზუალური იდენტიფიკაცია
  8. Hazard Communication Standard (HCS) მოთხოვნები
    დამსაქმებლისა და თანამშრომლის ვალდებულებები
  9. უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი (SDS)
    სტრუქტურა, შინაარსი და გამოყენება
  10. თანამშრომელთა ტრენინგი და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა
    ცოდნის გადაცემა და რისკების პრევენცია

ვისთვის არის კურსი?
✅ საწარმოო და ტექნიკური პერსონალისთვის
✅ ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის
✅ საწყობისა და ლოჯისტიკის მუშაკებისთვის
✅ დასუფთავებისა და სანიტარული სამსახურის პერსონალისთვის
✅ ტექნიკური მომსახურების (maintenance) თანამშრომლებისთვის
✅ ზედამხედველებისა და მენეჯერებისთვის
✅ ახალი თანამშრომლებისთვის, რომლებიც იწყებენ მუშაობას ქიმიური ნივთიერებების გარემოში
✅ ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სჭირდება საბაზისო ცოდნა ქიმიური უსაფრთხოების შესახებ


ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 საათი (1 სამუშაო დღე)
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორია
📜 სერტიფიკატი: გაიცემა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ