სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენცია

სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენცია

სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენცია

ტრენინგი „სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენცია (Preventing Workplace Violence)“ მონაწილეებს აცნობს სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენციის, რისკების შეფასების, ინციდენტებზე რეაგირებისა და შემდგომი მართვის ძირითად პრინციპებს.

კურსი ეფუძნება სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენციის პროგრამის შემუშავების შვიდსაფეხურიან მიდგომას და მოიცავს საწყის შეფასებას, წერილობითი პოლიტიკის შემუშავებას, პრევენციულ ღონისძიებებს, თანამშრომელთა ტრენინგს, ძალადობისა და მუქარის შემთხვევების შეტყობინებასა და მოკვლევას, ინციდენტის შემდგომ რეაგირებასა და ორგანიზაციის მიერ პროგრამის ეფექტურობის შეფასებას.


პროგრამის კომპონენტები

1. სამუშაო ადგილზე ძალადობის რისკები და პრევენციის პროგრამა

  • სამუშაო ადგილზე ძალადობის ცნება და ძირითადი ფორმები;
  • სამუშაო ადგილზე ძალადობის ტიპები;
  • ძალადობის რისკის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები;
  • სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენციის პროგრამის (VPP) ძირითადი პრინციპები;
  • ძალადობის პრევენციის ეფექტური პოლიტიკის შემუშავება;
  • VPP პოლიტიკის ძირითადი ელემენტები;
  • სამუშაო ადგილზე ძალადობის რისკის დონეები.

 

2. რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებები

  • ძალადობის რისკის შეფასება;
  • ძალადობაზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპები;
  • ძალადობის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები;
  • თანამშრომელთა ძალადობის პრევენციის ტრენინგის ტიპები;
  • ტრენინგის მოთხოვნები და ძირითადი თემები;
  • მუქარისა და ძალადობის შემთხვევების შეტყობინება;
  • საფრთხის შეფასების (Threat Assessment) პროცესი.

 

3. ინციდენტებზე რეაგირება და შემდგომი მართვა

  • ადმინისტრაციული და კრიმინალური მოკვლევის ძირითადი პრინციპები;
  • ძალადობის ინციდენტის შემდგომი დაუყოვნებელი რეაგირება;
  • დაზარალებული თანამშრომლების მხარდაჭერა;
  • ინციდენტის შემდგომი ფსიქოლოგიური და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის აღდგენის პროცესში მენეჯმენტის როლი;
  • Critical Incident Stress Debriefing (CISD)-ის ეტაპები.

 

4. პროგრამის შეფასება და უსაფრთხოების კულტურის განვითარება

  • ძალადობის ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციის უსაფრთხოების პროგრამის შეფასება;
  • მიღებული გამოცდილების საფუძველზე პრევენციული ღონისძიებების გაუმჯობესება;
  • ძალადობის პრევენციის პროგრამის ეფექტურობის შეფასება;
  • უსაფრთხოების პროცესებში თანამშრომელთა ჩართულობის გაძლიერება;
  • სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება.

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი?

ტრენინგი განკუთვნილია იმ თანამშრომლებისა და პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენციის, რისკების მართვისა და ინციდენტებზე რეაგირების პროცესში, მათ შორის:

✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის;

✅ HSE/EHS მენეჯერებისა და პროფესიონალებისთვის;

✅ მენეჯერებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის;

✅ HR/ადამიანური რესურსების წარმომადგენლებისთვის;

✅ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის;

✅ ზედამხედველებისა და გუნდის ხელმძღვანელებისთვის;

✅ უსაფრთხოების კომიტეტის წევრებისთვის;

✅ Workplace Violence Prevention Program-ის მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ თანამშრომელთა ტრენინგზე პასუხისმგებელი პირებისთვის;

✅ ინციდენტების მოკვლევაში მონაწილე პირებისთვის.


⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.