რადიაციული უსაფრთხოება ჯანდაცვის სფეროში
იონიზებელი და არაიონიზებელი გამოსხივება თანამედროვე ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილია და ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტიკის, ინტერვენციული პროცედურების, სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით. მიუხედავად მათი მნიშვნელოვანი კლინიკური მნიშვნელობისა, რადიაციის არაკონტროლირებადი ზემოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს თანამშრომლებისა და პაციენტების ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებთან. შესაბამისად, რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, ექსპოზიციის კონტროლი და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
ტრენინგი მონაწილეებს გააცნობს იონიზებელი და არაიონიზებელი გამოსხივების ძირითად მახასიათებლებს, რადიაციულ საფრთხეებს, ექსპოზიციის შეფასებისა და კონტროლის მეთოდებს, რადიაციული დაცვის პრინციპებს, მონიტორინგის საშუალებებსა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესებს. პროგრამა ხელს უწყობს პროფესიული ექსპოზიციის შემცირებას, თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვასა და მოქმედ საერთაშორისო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
პროგრამის კომპონენტები
1. რადიაცია და ჯანმრთელობის რისკები
- იონიზებელი და არაიონიზებელი გამოსხივების ცნება და ძირითადი განსხვავებები;
- მაიოიონიზებელი გამოსხივების ძირითადი სახეები;
- რადიაციის გამოყენება ჯანდაცვის სფეროში;
- რადიაციის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გავლენა ჯანმრთელობაზე.
2. რადიაციული დაცვისა და ექსპოზიციის კონტროლი
- რადიაციული დაცვის ძირითადი პრინციპები;
- ექსპოზიციის კონტროლისა და შემცირების მეთოდები;
- რენტგენული გამოსხივების ზემოქმედების შემცირების ღონისძიებები;
- რადიოაქტიური დაბინძურებისა (Radioactive Contamination) და რადიაციული ექსპოზიციის (Radiation Exposure) განსხვავება.
3. მონიტორინგი და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა
- რადიაციის აღმოჩენისა და მონიტორინგის მოწყობილობები;
- პერსონალური დოზიმეტრიის (Dosimetry) მნიშვნელობა;
- უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა რადიაციულ გარემოში;
- საგანგებო სიტუაციებში მოქმედების პროცედურები.
4. პასუხისმგებლობები და რეგულაციები
- დამსაქმებლისა და თანამშრომლის პასუხისმგებლობები;
- რადიაციული უსაფრთხოების პროგრამის ძირითადი მოთხოვნები;
- თანამშრომელთა სწავლებისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა;
- საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა.
ვისთვის არის ტრენინგი?
✅ რადიოლოგებისა და რადიოლოგიური ტექნოლოგებისთვის;
✅ ექიმებისა და ექთნებისთვის;
✅ ინტერვენციული რადიოლოგიისა და კათეტერიზაციის ლაბორატორიების პერსონალისთვის;
✅ სხივური თერაპიის განყოფილების თანამშრომლებისთვის;
✅ ბირთვული მედიცინის სპეციალისტებისთვის;
✅ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების მენეჯერებისთვის;
✅ ყველა თანამშრომლისთვის, რომელსაც სამუშაო პროცესში აქვს შეხება მაიონიზებელ გამოსხივებასთან.
⏱️ ხანგრძლივობა: 5–7 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.