ვერცხლისწყალთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები
ვერცხლისწყალი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას, რომლის ორთქლის ჩასუნთქვამ ან კანთან კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული და ხშირად შეუქცევადი დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჯანდაცვის დაწესებულებებში თანდათან იზრდება ვერცხლისწყლისგან თავისუფალი (Mercury-free) მოწყობილობების გამოყენება, ვერცხლისწყლის შემცველი სამედიცინო მოწყობილობები კვლავ გვხვდება მრავალ ორგანიზაციაში. მათი დაზიანების, დაღვრის ან არასათანადო მართვის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება თანამშრომელთა და პაციენტთა ჯანმრთელობისთვის საფრთხე.
ვერცხლისწყლის უსაფრთხო მართვის ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის ვერცხლისწყალთან დაკავშირებული საფრთხეების, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების, ექსპოზიციის პრევენციისა და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის გაცნობას. პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და პროფესიული ჯანმრთელობის მოთხოვნებს და მოიცავს ვერცხლისწყლის დაღვრის შემთხვევაში უსაფრთხო რეაგირების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისა და Mercury-free ალტერნატივების დანერგვის საკითხებს.
პროგრამის კომპონენტები
1. ვერცხლისწყალი და პროფესიული ჯანმრთელობის რისკები
- ვერცხლისწყალი – რა არის და სად გამოიყენება ჯანდაცვის სფეროში;
- ვერცხლისწყლის ზემოქმედების ძირითადი გზები და ტოქსიკურობაზე მოქმედი ფაქტორები;
- ვერცხლისწყლით მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციის ჯანმრთელობის ეფექტები.
2. რისკების პრევენცია და კონტროლი
- ექსპოზიციის პრევენცია „კონტროლის ღონისძიებების იერარქიის“ (Hierarchy of Controls) გამოყენებით;
- სამუშაო ადგილზე ვერცხლისწყალთან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნები;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) სწორად შერჩევა და გამოყენება.
3. დაღვრის მართვა და უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა
- ვერცხლისწყლის დაღვრის შემთხვევაში უსაფრთხო გაწმენდის პროცედურები;
- დაბინძურებული ტერიტორიის იზოლირება და უსაფრთხო რეაგირების ღონისძიებები;
- ვერცხლისწყლის ნარჩენების უსაფრთხო მართვის ძირითადი პრინციპები.
4. თანამედროვე მიდგომები
- ვერცხლისწყლისგან თავისუფალი (Mercury-free) სამედიცინო მოწყობილობების გამოყენების უპირატესობები;
- პროფესიული ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო პრაქტიკა;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ვისთვის არის ტრენინგი?
✅ ექიმებისთვის;
✅ ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალისთვის;
✅ ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის;
✅ ბიოსამედიცინო და ტექნიკური მომსახურების პერსონალისთვის;
✅ დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის თანამშრომლებისთვის;
✅ შრომის უსაფრთხოებისა და ინფექციების კონტროლის სპეციალისტებისთვის;
✅ ჯანდაცვის დაწესებულებების ყველა იმ თანამშრომლისთვის, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს შეხება ვერცხლისწყლის შემცველ მოწყობილობებთან ან მათ ნარჩენებთან.
⏱️ ხანგრძლივობა: 3–5 საათი
📍 ფორმატი: სასერტიფიკატო ტრენინგი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილი
📜 სერტიფიკატი: გაიცემა საბოლოო შეფასების (გამოცდის) წარმატებით ჩაბარების შემდეგ.